GEO


                   
   
       
მაგისტრატურაზე მიღების წესი
 

 


 

  არქიტექტურის ფაკულტეტისა და რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხება პირი, თუ მას გააჩნია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, გავლილი აქვს საერთო სამაგისტრო გამოცდა, ჩააბარებს თსსა-ს მიერ ორგანიზებულ გამოცდას უცხო ენაში და სპეციალობის გამოცდას;
  სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხება პირი, თუ მას გააჩნია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ჩააბარებს თსსა-ს მიერ ორგანიზებულ გამოცდას უცხო ენაში და სპეციალობის გამოცდას. ამ ფაკულტეტების საბჭოები უფლებამოსილები არინ სურვილისამებრ ჩარიცხვის მიზნებისთვის  მოითხოვონ საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება;
  სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა, მაგისტრანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია, სადაც წარმოადგენს დოკუმენტაციას, რომელთა ჩამონათვალსაც ყოველწლიურად განსაზღვრავს აკადემიური საბჭო;
სამაგისტრო პროგრამებზე უცხო ენაში გამოცდა ტარდება თსსა საგამოცდო კომისიის მიერ და ფასდება 100 ქულიანი სისტემით. სპეციალობის გამოცდის ფორმას და პროცედურას ადგენს შესაბამისი ფაკულტეტი;
ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე თსსა აკადემიური საბჭო უფლებამოსილია ყოველწლიურად განსაზღვროს სამაგისტრო საფეხურზე მიღების განსხვავებული პირობები სახელოვნებო მიმართულებებისათვის
 
 
 
 
 
უკან დაბრუნება