GEO



Conservation Centre

                                     
             
               


სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის,

ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტთან არსებული დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

  კონსერვაციის ცენტრი


ცენტრის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
ა)ხელოვნების ნიმუშთა დიაგნოსტიკური კვლევა ინტერდისციპლინარული მეთოდებით.
ბ)საკონსერვაციო მასალების კვლევა-ტესტირება.
გ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაცია/რესტავრაციის სფეროების განათლების საერთაშორისო გამოცდილების კვლევა და კვლევის საფუძველზე  საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფა.
დ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაცია/რესტავრაციის სფეროების მეთოდოლოგიების კვლევა და უახლესი საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა.
ე) კვლევითი და სასწავლო პროცესისათვის საჭირო თეორიული და ტექნიკური რესურსების უზრუნველყოფა.
ვ) კვლევითი და სასწავლო პროცესისათვის საჭირო პრაქტიკული სამუშაოების განხორციელება.
ზ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაცია/რესტავრაციის სფეროებში პროექტების განხორციელება.
თ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაცია/რესტავრაციის სფეროების პოპულარიზაციაგამოფენების, სიმპოზიუმების,კონფერენციების, სამეცნიეროკონგრესებისორგანიზებით; პოლიგრაფიული და ელექტრონული ფორმატის გამოცემებით.
ი) დარგობრივი ლიტერატურის თარგმნა და გამოცემა.
კ) საერთაშორისო, ადგილობრივ, რეგიონულ ორგანიზაციებთან, ასევესამთავრობო და არასამთავრობო კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ მისიებთან ინსტიტუციონალური თანამშრომლობა სამეცნიერო, კულტურულ და საინფორმაციო სფეროებში;
ლ) კვლევების შედეგების პოპულარიზაციის მიზნით უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურების მეშვეობით კონტაქტების დამყარება უცხოურ უნივერსიტეტებსა და ბიზნეს-სექტორთან;
მ) აკადემიის  მეცნიერ-მკვლევართა საერთაშორისო საგანმანათლებლო და აკადემიურიგანვითარების მიზნით სხვადასხვა პროგრამების განხორციელება და მობილობის სტიმულირება (სტაჟირება,სწავლება, გაცვლითი პროგრამები, გრანტები, სტიპენდიები,ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, წამყვანი სპეციალისტების მოწვევა ლექცია-სემინარების ჩატარების მიზნით, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება, საერთაშორისო კონფერენციებში უნივერსიტეტის პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა და სხვ.);
ცენტრის უფლება-მოვალეობები
ა)ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის  კოორდინაცია;
ბ)ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
გ) საერთაშორისო და ადგილობრივ, უცხოურ და რეგიონულ ორგანიზაციებთან, ასევესამთავრობო და არასამთავრობო არაკომერციულ ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ მისიებთან სამეცნიერო, კულტურული და საინფორმაციო სფეროებში ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციურ პროექტებში მონაწილეობისა დაგანხორციელების მიზნით საქმიანი კონტაქტების დამყარება უცხოურ უნივერსიტეტებთან, ცენტრებთან, სამთავრობო დაწესებულებებთან, ბიზნეს-სექტორთან და სხვა;
ე) რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის მაგისტრანტების და დოქტორანტების ჩართვა სამეცნიეროკვლევებში, აკადემიის მიერ ორგანიზებულ   სამეცნიერო კონფერენციებსა და საგრანტო  პროექტებში;
ვ) აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად სამეცნიერო-კვლევითი მივლინებების კონკურსის წესით შერჩევა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება.
სამეცნიერო პერსონალის  უფლებები და მოვალეობები მეცნიერი სუფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებით.
მეცნიერს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული
ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში;
დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო და ფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
ცენტრის საგანმანათლებლო საქმიანობა
ცენტრის ძირითად საგანმანათლებლო საქმიანობას წარმოადგენს ფაკულტეტის სამივე საფეხურის პროგრამების განხორციელებაში  მონაწილეობა.
шаблоны для dle