თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკა დაარსებულ იქნა 1924 წელს, ორი წლის შემდეგ საქართველოს (ამჟამად თბილისის) სამხატვრო აკადემიის გახსნის შემდეგ. მისი დაარსების ინიციატორი გახლდა აკადემიის პირველი რექტორი ცნობილი ხელოვნებათმცოდნე გიორგი ჩუბინაშვილი.
აკადემიის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის საფუძველი გახდა არშაკუნის ყოფ. სასახლეში თავის დროზე განთავსებული კავკასიის ნატიფი საზოგადოების ბიბლიოთეკა აქ დაცული შესანიშნავი უვრაჟებითა და ფოლიანტებით. შემდგომში მას დაემატა გამოცემები აკადემიის პედაგოგთა გიგო გაბაშვილის, 1937 წელს რეპრესირებული პროფესორ ჰენრიკ ჰრინევსკის პირადი ბიბლიოთეკებიდან. ზოგიერთ წიგნს ამშვენებს ჰენრი ჰრინევსკის, ელენე ახლედიანის და სხვა მხატვართა ავტოგრაფები და ექსლიბრისები.
30-იან წლებში ბიბლიოთეკარები არ შეუშინდნენ სხვა უმაღლესი სასწავლებლების მსგავსად აკადემიაში სპეციალურად შექმნილ წიგნადი ფონდის სწორი იდეური კომპლექტაციის განმსაზღვრელ, “მავნე” ლიტერატურის ლიკვიდაციის გადაწყვეტილების მიმღებ კომისიას და გადაარჩინეს ჰ.ჰრინევსკის, სხვა “არასაჭირო“ მფლობელთა, ავტორთა წიგნები.
ბიბლიოთეკამ ბევრჯერ შეიცვალა ადგილმდებარეობა, განთავსებული იყო სააქტო და სარკეებიან დარბაზებში, ამჟამინდელ რექტორის კაბინეტში. ახლა იგი განთავსებულია ახალი კორპუსის I სართულზე.
დღეს აკადემიის ბიბლიოთეკაში დაცულია 35 ათას წიგნზე მეტი უნიკალური ალბომები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, ეპოქის მხატვრობაზე, მიმართულებებზე, სახვი- თი და გამოყენებით ხელოვნების, დიზაინის სხვადასხვა სფეროს, არქიტექტურის შესახებ, აგრეთვე მხატვრული და სპეციალური საცნობარო ლიტერა- ტურა მსოფლიოს მრავალ ენაზე (ქართული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, ჩინური, სპარსული და სხვა) წიგნების გარდა ბიბლიოთეკაში დაცულია სხვადასხვა დოკუმენტები.
უცხოურ და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება საინტერესო საგანმანათლებლო პროექტები, გამოფენა-კონკურსები, ლექციები და შეხვედრები ავტორებთან.
ბიბლიოთეკა ეხმარება ორგანიზაციებს, კერძო პირს, მხატვრებს, მკვლევარებს საქართველოდან და უცხოეთიდან, ელექტრონულ და ბეჭდურ მედიას, ინფორმაციის მოპოვებასა და ვიზუალური მასალით უზრუნველყოფაში, კონსულტაციებით.
აკადემიის სტუდენტებისა და თანამშრომლების გარდა ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლიათ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსაც, ყველა დაინტერესებულ პირს ...