ENG

თსსა  სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამა

სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამა მიზნად ისახავს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა უფასო სწავლებას აკადემიის საბაკალავრო საფეხურის და შემოქმედებითი მიმართულების სამაგისტრო პროგრამებზე.
ყოველწლიურად მისაღები კონტიგენტის ფარგლებში პროგრამა ითვალისწინებს  საბაკალავრო საფეხურზე 70 სტუდენტის უფასოდ სწავლებას. იმ შემთხვევაში თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი არასრული ოდენობით, აკადემია ათავისუფლებს  მას სწავლის  დარჩენილი საფასურის გადახდისაგან. 100 %-იანი გრანტის მქონე სტუდენტები შერჩევაში არ მონაწილეობენ.  უფასო ადგილების ქვოტა  ფაკულტეტებს შორის ნაწილდება ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობის პროპორციულად, ხოლო ფაკულტეტებზე პროგრამებს შორის ნაწილდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით.
მაგისტრატურის საფეხურზე პროგრამით გათვალისწინებულია ყოველწლიურად მისაღები კონტიგენტიდან 6 მაგისტრანტის უფასოდ სწავლება, კერძოდ სახვითი ხელოვნების ორი, მედიახელოვნების ორი და დიზიანის ფაკულტეტის ორი მაგისტრანტის. ფაკულტეტებზე პროგრამებს შორის გადანაწილება ხდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით.
საბაკალავრო საფეხურზე, გარდა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტისა, სტუდენტთა პირველადი შერჩევა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოქმედებითი ტურში მიღებული შეფასებით, ნიშნის იდენტურობის შემთხვევაში ყურადღება ექცევა აბიტურიენტის ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულას. რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა პირველადი შერჩევა ხდება პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების შედეგებით და აუცილებელია სტუდენტის პირველი სემესტრის საშუალო შეფასება აღემატებოდეს 81 ქულას. ამ შემთხვევაში მას დაუბრუნდებათ პირველ სემესტრში გადახდილი სწავლის საფასურიც.
სამაგისტრო საფეხურზე  პირველადი შერჩევა ხდება აკადემიის მიერ ორგანიზებული მაგისტრანტთა მისაღები სპეციალობის გამოცდის შედეგით/შედეგებით.
პროგრამაში მოხვედრილ სტუდენტთათვის დაფინანსების შენარჩუნების საფუძველია სემესტრულ შეფასებათა საშუალო არანაკლებ 81 ქულის მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში უფასო სწავლებისთვის განკუთვნილი ადგილი განთავისუფლდება და გადაეცემა იმავე პროგრამაზე  საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს, რომელის უკანასკნელ სემესტრში შეფასებათა საშუალო ქულა უნდა აღემატებოდეს 81-ს. უფასო სწავლებისთვის განკუთვნილი ადგილის განთავისუფლების საფუძველს ასევე წარმოადგენს მიზეზის მიუხედავად სტუდენტის აქტიური სტატუსის დაკარგვა/შეჩერება ან პროგრამის შეცვლა - შიდა მობილობა.