არქიტექტურის ფაკულტეტისა და რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხება პირი, თუ მას გააჩნია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, გავლილი აქვს საერთო სამაგისტრო გამოცდა, ჩააბარებს თსსა-ს მიერ ორგანიზებულ გამოცდას უცხო ენაში და სპეციალობის გამოცდას; სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხება პირი, თუ მას გააჩნია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ჩააბარებს თსსა-ს მიერ ორგანიზებულ გამოცდას უცხო ენაში და სპეციალობის გამოცდას. ამ ფაკულტეტების საბჭოები უფლებამოსილები არინ სურვილისამებრ ჩარიცხვის მიზნებისთვის მოითხოვონ საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება; სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა, მაგისტრანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია, სადაც წარმოადგენს დოკუმენტაციას, რომელთა ჩამონათვალსაც ყოველწლიურად განსაზღვრავს აკადემიური საბჭო;
სამაგისტრო პროგრამებზე უცხო ენაში გამოცდა ტარდება თსსა საგამოცდო კომისიის მიერ და ფასდება 100 ქულიანი სისტემით. სპეციალობის გამოცდის ფორმას და პროცედურას ადგენს შესაბამისი ფაკულტეტი;
ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე თსსა აკადემიური საბჭო უფლებამოსილია ყოველწლიურად განსაზღვროს სამაგისტრო საფეხურზე მიღების განსხვავებული პირობები სახელოვნებო მიმართულებებისათვის |