ENG

საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-14 ნაკადს.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ,  ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით,   (GPA-მინიმუმ 3.0 )  ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B" (81-90%) ძალიან კარგი);
აგრეთვე,  იმ პირებს, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით, მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი.  
თუ აკმაყოფილებთ აღნიშნულ პირობებს და გაქვთ სურვილი ჩაერთოთ სტაჟირების პროგრამაში,  1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, დეკანატში დააფიქსირეთ თქვენი თანხმობა ხელმოწერით.



გამომცემლობა „დიოგენე “აცხადებს სტაჟირებას  დიზაინერის  პოზიციაზე.
 
მოთხოვნები:
·         უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
·         შესაბამის  პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
·         გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა:  Adobe Photoshop, Adobe Illustrator,Adobe InDesign, CorelDraw
·         გამოცდილება პოლიგრაფიურ დიზაინში ჩაითვლება უპირატესობად.
 
პიროვნული თვისებები:
·         შემოქმედებითი  აზროვნება
·         დროის ეფექტური მენეჯმენტი
·         პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
·         პუნქტუალურობა
·         შრომისმოყვარეობა
 
მოვალეობები:
·         ილუსტრაციების დიზაინზე მუშაობა
·         წიგნის დიზაინზე მუშაობა
 
სამუშაო ადგილის მდებარეობა: აფაქიძის ქ. 9
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე:
e.tsirekidze@mci.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.