ENG

                   
   
       
ფაკულტეტები
 
არქიტექტურა
 

მიმართულებები

ინტერიერის დიზაინი

გარემოს დიზაინი

სამოქალაქო არქიტექტურა

   
 
 

სასწავლო პროგრამების კატალოგი

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტი 1922 წელს ჩამოყალიბდა. სკოლის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, პირველმა რექტორმა, ბატონმა გიორგი ჩუბინაშვილმა თავის საზეიმო სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა ხუროთმოძღვრული სკოლის დიდი მნიშვნელობის შესახებ.

არქიტექტურის ფაკულტეტზე თავდაპირველად მოღვაწეობდნენ ცნობილი არქიტექტორები და მეცნიერები: ა. კალგინი, ჰ. ჰრინევსკი, ნ. სევეროვი, გ. მაჭავარიანი, გ. ქურდიანი, გ. მუხაძე, ვ. ბერიძე დასხვები.

არქიტექტურის ფაკულტეტის 86 წლიანი ისტორია და თაობების შემოქმედებითი პოტენციალი გვაფიქრებინებს, რომ სკოლის შესაძლებლობები ამოუწურავია. 1960 წლიდან, (“რკინის ფარდის ახდის შემდეგ”), კურსდამთავრებულებს და სტუდენტებს სერიოზული მიღწევები აქვთ საერთაშორისო არენაზე.

ამჟამად, ჩვენი სკოლა ჩართულია ქვეყნის განათლების ერთიან სისტემაში. UNESCO-UIA-ს საერთაშორისო სტანდარტებისა და ბოლონიის პროცესის მოთხოვნათა გათვალისწინებით სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე მიმდინარეობს სწავლების სამსაფეხურიანი სისტემის დანერგვა – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. შესაბამისად დამუშავდა პროგრამები - სამოქალაქო არქიტექტურის, ქალაქმშენებლობის, ლანდშაფტური არქიტექტურის, ურბანული არქიტექტურის, ფერისა და განათების არქიტექტურული დიზაინის, ინტერიერის დიზაინის და გარემოს დიზაინის სპეციალობით სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე.

როგორც UNESCO-UIA-ს არქიტექტურული განათლების ქარტიაშია აღნიშნული: …”არქიტექტურული განათლება არ უნდა განიხილებოდეს როგორც დასრულებული პროცესი, ის უნდა აღიქმებოდეს მთელი ცხოვრების მანძილზე განვითარებად პროცესად”, აღნიშნულიდან გამომდინარე სპეციალისტის აღზრდის მოდელი ემყარება არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკის განვითარების პერსპექტივებს, ორიენტირებულია განათლების მოქნილ სისტემაზე და განაპირობებს სასწავლო სტრუქტურის რეგულირებად საგანმანათლებლო პროცესს.