ENG

                   
   
       
ფაკულტეტები
 
არქიტექტურა
 

მიმართულებები

ინტერიერის დიზაინი

გარემოს დიზაინი

სამოქალაქო არქიტექტურა

 
 
 
 
 
 
ინტერიერის დიზაინი
 

მიმართულების ხელმძღვანელი: თსსა ასოცირებული პროფესორი ლაშა ჩლაიძე

გარემო პირობებისაგან დაცული შიდა სივრცის ორგანიზება არის ის მთავარი მიზანი, რისთვისაც ნაგებობა შენდება; მისი აგების პრინციპი კი განსაზღვრავს ინტერიერის ფორმირების ამოცანას. ინტერიერის დიზაინის პროექტირების მეთოდიკა ლოგიკური შემოქმედებითი პროცესის შედეგიდან გამომდინარეობს. შექმნა თანამედროვე ინტერიერი, ნიშნავს, ერთდროულად პასუხი გასცეს რიგ მოთხოვნებს, რაც ორგანულად ითავსებს ამოცანათა მთელ კომპლექსს- ფუნქციურს, მოცულობით-სივრცობრივს, საინჟინრო-ტექნიკურსა და მხატვრულ-ესთეტიკურს.

მიმართულება მიზნად ისახავს, შეასწავლოს სტუდენტებს შიდა სივრცის პროექტირების კომპოზიციური ხერხები, რომლის მეთოდოლოგია და ძირითადი დებულებები ჩამოყალიბებულია მეცნიერულად დასაბუთებული მოთხოვნების და ტექნიკურ-ეკონომიკური შესაძლებლობების მიხედვით. იგი ითვალისწინებს სტუდენტთა ოპტიმალურ, მიზნობრივ მომზადებას და პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.

პედაგოგები:
ლაშა ჩლაიძე - ასოცირებული პროფესორი
ნათია ქოიავა - ასისტენტ პროფესორი
გიორგი ღლონტი -ასისტენტ პროფესორი
მანანა სუხიტაშვილი - ასისტენტ პროფესორი