ENG

                   
   
       
ფაკულტეტები
 
რესტავრაცია / ხელოვნების ისტორია და თეორია
 

მიმართულებები

ხელოვნების ისტორია და თეორია

რესტავრაცია, კონსერვაცია

   
 
 

სასწავლო პროგრამების კატალოგი

რესტავრაცია -კონსერვაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი დღევანდელი სახით 2005 წელს ჩამოყალიბდა. ფაკულტეტი მიზნად ისახავს მსოფლიო და ქართული ხელოვნებისა და, ზოგადად, ქართული კულტურის კვლევასა და სწავლებას; ინტერდისციპლინურ კვლევებს, კვლევისა და სწავლების პროცესის თანხვედრასა და სინქრონულობას, რაც ფაკულტეტზე მნიშვნელოვანი კვლევითი პოტენციალის აკუმულირებას და კვლევით პროგრამებში სტუდენტების ჩართვის გზით სწავლებას გულისხმობს; ასევე, ფაკულტეტი მიზნად ისახავს  რესტავრაციის მიმართულებით სტუდენტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის საქმის სწავლებას თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად; კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშთა კონსერვაცია-რესტავრაციის მეცნიერულ საფუძველზე დამკვიდრებას.