1967 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვროა კადემიაში დაარსდა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრა, რომლის ხელმძღვანელიც წლების განმავლობაში იყო პროფესორი ლევან რჩეულიშვილი. დაარსებიდანვე ფაკულტეტს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოში ქართული ხელოვნების კვლევის წამყვან ცენტრთან–გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან, რომლის წამყვანი მეცნიერები (ვახტანგ ბერიძე, გაიანე ალიბეგაშვილი, ნათელა ალადაშვილი, მერი კარბელაშვილი, კიტი მაჩაბელი, ნოდარ ჯამბერიძე, ლეილა ხუსკივაძე, იუზა ხუსკივაძე და სხვ.) წლების განმავლობაში ასწავლიდნენ ამ ფაკულტეტის სტუდენტებს. თავის მხრივ, აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმაც შეავსეს ინსტიტუტის თანამშრომელთა რიგები და დღეს ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტები არიან. თსსა
ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულებისა
და გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მრავალწლიანმა თანამშრომლობამ ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა დარგის განვითარებისათვის. დღეს თსსა-ს ინსტიტუტთან, ამჯამად გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრთან, გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც კვლავ გრძელდება ტრადიციული თანამშრომლობა. ფაკულტეტი, თითქმის 50 წელია, ამზადებს ქართული ხელოვნების მკვლევარებს, რომლებსაც საერთაშორისო არენაზე აღიარება აქვთ მოპოვებული.
პედაგოგები: ანა კლდიაშვილი, პროფესორი ნინო ღაღანიძე, პროფესორი ნინო ჭოღოშვილი, პროფესორი მზია ჯანჯალია, ასოცირებული პროფესორი თამარ ხუნდაძე, ასოცირებული პროფესორი ლელა ფირალიშვილი, ასოცირებული პროფესორი თამარ ბელაშვილი, ასოცირებული პროფესორი დავით ხოშტარია, ასოცირებული პროფესორი ლიანა ანთელავა, ასოცირებულიპროფესორი თამთა თამარ შავგულიძე, ასისტენტ პროფესორი ეკატერინე ბაღდავაძე, ასისტენტ პროფესორი |