ENG

                   
   
       
ფაკულტეტები
 
რესტავრაცია / ხელოვნების ისტორია და თეორია
 

მიმართულებები

ხელოვნების ისტორია და თეორია
რესტავრაცია, კონსერვაცია
 
 
 
 
 
 
რესტავრაცია/კონსერვაცია
 

საქართველოში, რესტავრაციის სფეროში არსებულ ერთადერთ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში – 1966 წლიდან სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ფაკულტეტებზე მხოლოდ განხრად არსებობდა რესტავრაციის მიმართულება. 2004 წლის სექტემბერში ეს განხრა გაუქმდა და დამოუკიდებელი ფაკულტეტი შეიქმნა, ხოლო 2005 წელს რესტავრაციის ფაკულტეტი და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულება გაერთიანდა და რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტად ჩამოყალიბდა.
ფაკულტეტის ჩამოყალიბების შემდგომ არსებითად შეიცვალა არქიტექტურისა და ფერწერის კონსერვაცია-რესტავრაციის სწავლების პრინციპები, შეიქმნა საქართველოში მანამდე არარსებული ლითონის, მინისა და კერამიკის კონსერვაცია/რესტავრაციის მიმართულებები. კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებისადმი, საქართველოსთვის სრულიად ახლებური, კომპლექსური მიდგომის დანერგვას განაპირობებს ფაკულტეტზე კონსერვაცი/რესტავრაციის და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულებათა თანაარსებობა. ფაკულტეტის სასწავლო პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშის სახელოვნებათმცოდნეო-საისტორიო, ტექნოლოგიურ, დიაგნოსტიკურ კვლევას, ისევე როგორც ორიგინალური და საკონსერვაციო მასალების შესწავლას, პრევენციულ ღონისძიებებს, კონსერვაციის თეორიის, ფილოსოფიისა და საკანონმდებლო საფუძვლებს, პროფესიულ ეთიკას.

პედაგოგები:
თამარ ლილუაშვილი,  ასოცირებული პროფესორი
მაია მანია, ასოცირებული პროფესორი
კახა ხიმშიაშვილი,  ასოცირებული პროფესორი