მიმართულების ხელმძღვანელი: სრული პროფესორი გიორგი იაშვილი
1926 წ-ს, როდესაც თსსა-ში არსებობდა მხოლოდ ფერწერის, ქანდაკების და გრაფიკის კათედრები, ქანდაკების ტერაკოტაში შესასრულებლად ჩამოყალიბდა კერამიკის სახელოსნო, რომლის ბაზაზეც დაფუძნდა დეკორატიული ხელოვნების პირველი კათედრა–კერამიკის კათედრა.1958წ. კათედრასთან გაიხსნა სასწავლო-ექსპერიმენტული სახელოსნო. აქვე შემუშავდა და შეიქმნა პირველი შავკრიალაკერამიკის ნიმუშები, რაც სულ მალე იქცა ქართული ეროვნული კერამიკის სახედ. 2005 წლიდან კი მხატვრული კერამიკის მიმართულება ისევ დამოუკიდებელ სპეციალობად არსებობს.
თსსა-ში მხატვრული კერამიკის მიმართულების წარმმართველი ორიენტირებია: ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზი–როგორც მხატვრულ აზროვნებაში, ასევე ტექნოლოგიაში; ესთეტური, ფუნქციური კატეგორიების მუდმივი და მარად განახლებადი გამომსახველობითი ფორმების შესწავლა-დაუფლება; მაღალპროფესიული დიზაინერების, მხატვარ-კერამიკოსების მომზადება.
პედაგოგები: გიორგი იაშვილი, პროფესორი ლია ბაგრატიონი, ასოცირებული პროფესორი გიორგი პაჭკორია, ასოცირებულიპროფესორი აკაკი ინანიშვილი, ასოცირებული პროფესორი
|