მიმართულების ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი თამარ გრიგოლია
1961 წელს კერამის კათედრის ბაზაზე შეიქმნა მინა-პლასტმასის განყოფილება.
1967 წლიდან მინის მხატვრული დამუშავები სსპეციალობა შეუერთდა კერამიკის კათედრას და ეწოდება კერამიკა-მინის კათედრა. 2005 წლიდან სპეციალობა დამოუკიდებელ მიმართულებებად არსებობს დიზაინის ფაკულტეტის შემადგენლობაში.მინა, როგორცმასალა, ცალკე ერთეულად აღარ მოიაზრება. მისი ურთიერთსინთეზი სხვადასხვა მასალასთან (ლითონი, თიხა და სხვა) საკმაოდ რთულიტექნოლოგიური პროცესია. სწორედ მრავალფეროვანი მასალების ურთიერთგამოყენებამ შესძინა მინას განუმეორებელი ელფერი. ამიტომაც იგი ფართოდ გამოიყენება არქიტექტურაში, ექსტერიერსა თუ ინტერიერში. თანამედროვე მინის ტექნიკის და ტექნოლოგიების საშუალებებით იქმნება ახალი ვიზუალური რეალობა არსებულ რეალობაში. ამ კუთხით დანახული დარგის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგია აისახა მინის მიმართულების პროგრამებში. ეს პროგრამები უზრუნველყოფილია მაღალი პროფესიონალური კადრებითა და თანამედროვედ მოწყობილი ბაზებით.
პედაგოგები: თამარ გრიგოლია, პროფესორი მაია გაბადაძე, ასოცირებული პროფესორი მანანა ყიფიანი, ასისიტენტ პროფესორი ნინო სიხუაშვილი ასისტენტ პროფესორი
|