ENG

                   
   
       
ფაკულტეტები
 
დიზაინი
 

მიმართულებები

მხატვრული კერამიკა

მხატვრული მინა

ტექსტილის დიზაინი
მოდის დიზაინი
სამრეწველო დიზაინი
ხის მხატვრული დამუშავება და ავეჯის დიზაინი
სამკაულის და ლითონის დეკორატიული პლასტიკა
ლურჯი სუფრის კვლევითი ლაბორატორია

გობელინისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი

     
 
 
 
ტექსტილის დიზაინი
 

მიმართულების ხელმძღვანელი: სრული პროფესორი თინათინ კლდიაშვილი

საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ, ეთნოკულტურულმა თვითმყოფადობამ, მეურნეობის გარკვეული დარგების, კერძოდ, მეცხვარეობის განვითარებამ (შალის ნართის წარმოება) ხელი შეუწყო ტექსტილის წარმოების ჩამოყალიბებას. ბუნებრივი საღებავებით, რითაც წარსულში ნართი იღებებოდა, მდიდარი ფერთა გამა მიიღებოდა. იქმნებოდა და დღესაც იქმნება ისეთი ნიმუშები, როგორიცაა: ფარდაგი, ხალიჩა, თექა, აქსესუარები.

საქართველოში ტექსტილის წარმოების ტრადიციის არსებობამ წარმოქმნა თსსა-ში მისი შესწავლის აუცილებლობა. 1959 წელს გამოყენებით–დეკორატიული ხელოვნების ფაკულტეტზე შეიქმნა ქსოვილების კათედრა.ამ დარგის ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო თანამედროვე ქართული ტექსტილის დიზაინის განვითარებას.

პედაგოგები:
თინათინ კლდიაშვილი, პროფესორი
ლია გურასპაშვილი, ასოცირებული პროფესორი
ბექა ნუცუბიძე,  ასოცირებული პროფესორი
მანანა ძიძიკაშვილი, ასისიტენტ პროფესორი