მიმართულების ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ სარიშვილი
1961 წელს დაარსდა ავეჯის პროექტირების კათედრა. კათედრამ გამოუშვა ავეჯის დიზაინის 300-მდე სპეციალისტი.
2007 წელს ავეჯის პროექტირების კათედრამ შეიცვალა დასახელება და გახდა ხის მხატვრული დამუშავებისა და ავეჯის დიზაინის მიმართულება. მიმართულება მოიცავს ავეჯის პროექტირებას სხვადასხვა დანიშნულების ინტერიერებისათვის, ასევე ხის მხატვრულ ნაკეთობათა შექმნას და ამისათვის საჭირო კონსტრუქციული და ტექნოლოგიური პროცესების შესწავლას: ხეზე კვეთა, ჩარხვა, მარკეტრი, ინტარსია, მოპირკეთების სახეები, თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვა.
პროექტირება ხორციელდება რასტრული და სამგანზომილებიანი გრაფიკით. მიმართულების მიზანია მაღალკვალიფიცირებული მხატვარ-დიზაინერების აღზრდა, დარგის განვითარების ისტორიული ეტაპების გაანალიზება, ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო, შემოქმედებით და კვლევით სივრცეში სრულუფლებიანი მონაწილეობა.
პედაგოგები: თეიმურაზ სარიშვილი, ასოცირებული პროფესორი ავთანდილ ინასარიძე, ასისიტენტ პროფესორი ეკა სარიშვილი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ბერიკაული, ასისტენტ პროფესორი |