ENG

                   
   
       
ფაკულტეტები
 
დიზაინი
 

მიმართულებები

მხატვრული კერამიკა

მხატვრული მინა

ტექსტილის დიზაინი
მოდის დიზაინი
სამრეწველო დიზაინი
ხის მხატვრული დამუშავება და ავეჯის დიზაინი
სამკაულის და ლითონის დეკორატიული პლასტიკა
ლურჯი სუფრის კვლევითი ლაბორატორია

გობელინისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი

     
 
 
 
ლურჯი სუფრის კვლევითი ლაბორატორია
 

2010 წელს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბაზაზე დიზაინის ფაკულტეტის პროფესორების თინათინ კლდიაშვილისა და ქეთევან ქავთარაძის თაოსნობით დაარსდა ლურჯი სუფრის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, სადაც აღდგენილ იქნა XX საუკუნეში დაკარგული სახიანი ქსოვილის ბეჭდვის ქართული ტრადიცია. ამგვარი ქსოვილების უძველესი ნიმუშები თარიღდება XVI საუკუნით და დაცულია საქართველსო ეროვნული მუზეუმის ფონდში.

კვლევით ლაბორატორიაში ლურჯი სუფრები, ხელსახოცები და თავსაბურავები იბეჭდება როგორც ტრადიციული ცივი კუბური ღებვის მეთოდით, ისე თანამედროვე - ფოტოფილბეჭდვით. ლურჯი სუფრები ბამბისა და აბრეშუმის ქსოვილისგან მზადდება. მასზე ტრადიციული ორნამენტული მოტივები, საერთო კომპოზიციური სქემები დაიტანება სხვადასხვა ზომისა და ფორმის ძველი ნიმუშების მიხედვით შექმნილი ყალიბებით. გვხვდება როგორც კვადრატული,  წაგრძელებული მართკუთხედის ფორმის სტანდარტული, ასევე ე.წ. “ტაბლა” სუფრები (220X140სმ-დან 110X80სმ.) და მცირე ზომის ხელსახოცები (50X50სმ).

როგორც ცნობილია, ლურჯი სუფრა განსაკუთრებულ შემთხვევებში (საქორწინო, ნადირობის სარიტუალო ნადიმი, საეკლესიო დღესასწაულები და ა.შ.) იშლებოდა და მას საქართველოს მოსახლეობის ყველა ფენა იყენებდა. უძველესი დროიდან სუფრებზე გამოისახებოდა ორნამენტები (მცენარეული, ცხოველური მოტივები, სუფრის ატრიბუტები-დანა-ჩანგალი, აღმოსავლური მანები, ვარდულები და ა.შ.), სიმბოლოები, რომლებიც ეთნოგრაფიულ კულტურაში გავრცელებული ღრმა რიტუალური მნიშვნელობითაც იყო დატვირთული – აქედან გამომდინარე საფიქრებელია, რომ ამ ქსოვილებს გარდა ესთეტიკურისა რიტუალური დანიშნულებაც ჰქონდათ და განსაკუთრებული ადგილი ეკავათ საუკუნეების განმავლობაში ქართველთა ცხოვრების წესში.

სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფალულტეტის ბაზაზე შექმნილი კვლევითი ლაბორატორია ემსახურება ქართული ეთნოგრაფიული კულტურის ერთ-ერთი ტრადიციული დარგის (მხატვრული ქსოვილის) აღდგენას და განვითარებას, სტუდენტების ჩართვას სამუშაო პროცესში, რაც შესაძლებელს ხდის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.