ENG



გერმანიის, ქ. ოსნაბრუკის უნივერსიტეტის (www.textil.uni-osnabrueck.de) - ტექსტილის დიზაინის მიმართულების პროფესორების - Barbel Schmidt და Lucia Schwalenberg, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ტექტილის დიზაინის მიმართულებაზე სასწავლო და კვლევითი ვიზიტის ანგარიში, DAAD პროგრამის ფარგლებში.

26 ოქტომბერი, 2023
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია - საერთაშორისო სემინარი: „ბრიუსელი და თბილისი: ხელოვნების, ბიზნესისა და მეწარმეობის შემოქმედებითი კავშირები“.
სემინარის თემა შეეხებოდა, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების და ბიზნესის ძირითად საკითხებს - შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარებისთვის.
ორგანიზატორი: ბრიუსელის ეკონომიკური და კომერციული წარმომადგენლობა - HUB.BRUSSELS
პარტნიორები: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA).
სემინარში მონაწილეობა მიიღო ბელგიისა და საქართველოს კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების 80-ზე მეტმა წარმომადგენელმა.