ENG


5-13 ივლისს, „ქანდაკების ფესტივალი 2023“ ფარგლებში, კულტურის საერთაშორისო ცენტრი „მუზა“ ქანდაკების სტუდენტურ სიმპოზიუმს მასპინძლობს.
სიმპოზიუმში თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - ქანდაკების მიმართულების სტუდენტები მონაწილეობენ. სიმპოზიუმის დასასრულს, მონაწილეების მიერ შექმნილი ნამუშევრები, კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ გამოიფინება. სტუდენტური სიმპოზიუმი, „ქანდაკების ფესტივალი 2023”-ის II ეტაპის პირველი ღონისძიებაა. ქანდაკების ფესტივალი თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, წელს პირველად იმართება. ფესტივალი მიმდინარე წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.