ENG

25-28 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტს ეწვია თსსა ერასმუს პარტნიორი, სლოვაკეთის, ქ. ბრატისლავას სახვითი ხელოვნების და დიზაინის აკადემიის სახვითი ხელოვნებისა და ინტერმედიის პროფესორი Anton Čierny.
პროფესორის მობილობა, განხორციელდა სამხატვრო აკადემიასა და ბრატისლავას სახვითი ხელოვნების და დიზაინის აკადემიას შორის გაფორმებული ერასმუს+ ინსტიტუციური ხელშეკრულების ფარგლებში.
ავსტრიელმა პროფესორმა, სახვითი ხელოვნების მიმართულების სტუდენტებისთვის ჩაატარა "Artist Talk", პრეზენტაცია ატელიეს ‘Spatial Communications+’ შესახებ და ვორქშოფი - "თანამედროვე ხელოვნება საჯარო სივრცეში". სტუდენტებს გადაეცათ ერასმუს სერტიფიკატები. სტუმარი შეხვდა ასევე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმსიფო სამხატვრო აკადემიის რექტორს.

24-28 აპრილი, დიზაინის ფაკულტეტის  სამრეწველო დიზაინის მიმართულებას, ერასმუს პროგრამის ფარგელბში, სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის - FH Salzburg პროფესორი მარკუს შრანზერი.
პროფესორი 4 დღის განმავლობაში სტუდენტებთან ჩაატარა ვორქშოპი სახელწოდებით “ბრენდზე ორიენტირებული დიზაინი”. სტუდენტებმა, ცნობილ ბრენდებზე დაყრდნობით, შექმნეს გრაფიკული და მოცულობითი ნამუშევრები. ვორქშოპის დასრულების შემდეგ გაიმართა შემაჯამებელი პრეზენტაცია და სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები.

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების საყურადღებოდ!
ფონდი ATINATI აწესებს პრემიას - განაცხადების მიღება შესაძლებელია 21 მაისამდე!
პრემია შეადგენს 5 000 €
გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალურად შერჩეული ჟიური, რომელიც ქართველი და უცხოელი წევრებისგან არის დაკომპლექტებული.
ATINATI-ს მიზანია, წაახალისოს სტუდენტები და მისცეს მათ შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას წარუდგინონ.
პროექტის ბოლოს, გამარჯვებული ერთი სტუდენტის პერსონალური გამოფენა ATINATI’S კულტურის ცენტრში გაიმართება. მას, ასევე გადაეცემა ფულადი პრემია 5 000 €.
განაცხადის შევსების თაობაზე სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ATINATI.COM-ზე.

გისურვებთ წარმატებას!