ENG

იწყება ონლაინ რეგისტრაცია შემოქმედებით ტურზე დასასწრებად:

1. კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვის აბიტურიენტმა უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია.

2. რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, აბიტურიენტის მიერ თსსა-ს ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის შევსების შედეგად.

3. აბიტურიენტს რეგისტრაციის გავლისთანავე ენიჭება ინდივიდუალური კოდი, რომელიც წარმოადგენს როგორც კონკურსზე გასვლის თარიღის, ისე გამოცდის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები, აუცილებლად მიუთითეთ სწორი მობილურის ნომერი და ელ. ფოსტა. აგრეთვე პირადი ნომრის ბოლო ოთხი ციფრი, რომელიც წამოადგენს სარეგისტრაციო ნომერთან ერთად აბიტურიენტის ინდივიდივიდუალურ კოდს.

შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის საფასური:
კონკურსებში მონაწილეობისათვის, საფასური განისაზღვრება 40 ლარის ოდენობით, თითოეული კონკურსისთვის. გათვალისწინებულ ორივე კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში, ჯამური საფასური შეადგენს 80 ლარს.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკდემიის საბანკო რეკვიზიტები:

მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 708917289

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ამ ლინკზე:
http://old.art.edu.ge/form/view.php?id=22540



“Future of Architecture”
---------------------------
საჯარო შეხვედრათა ციკლის - „სამყარო წახნაგების გარეშე“ ფარგლებში, 12 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის დარბაზში, სტუდენტებს გიწვევთ შეხვედრაზე ქართველ არქიტექტორთან, ნიკოლოზ ჯაფარიძესთან.
დღესდღეობით, ნიკოლოზ ჯაფარიძე ცხოვრობს და მუშაობს დიდ ბრიტანეთში და ხელმძღვანელობს სტუდიო Architec-ს. მისი ბოლო პროექტები ხორციელდება როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
პროექტის ავტორი: არქიტექტურის ფაკულტეტის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი - ნესტან წიკლაური
სტუდენტების საყურედღებოდ!
დარეგისტრირებულ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ჩაერთონ საერთაშორისო კონკურსებში.