ENG


10 მარტს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და ელჩის მრჩეველი, ბატონი Klavs Sniedze. დიპლომატს უმასპინძლა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ: სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი - მაია ყიფიანი, სამხატვრო აკადემიის მუზეუმის დირექტორი - ლანა ქარაია და პროექტების კოორდინატორი - ვატო წერეთელი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას და სამომავლო გეგმებს.

9 მარტი, 2023 წელი
ღია კარის დღე, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
2023 წელს, სამხატვრო აკადემიის რექტორის მიერ ინიცირებული სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში, საბაკალავრო პროგრამებზე აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსი პირველად ჩატარდება ახალი ფორმატით. აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით ჩატარდა ღია კარის დღე.
ინფორმაცია შემოქმედებითი კონკურსის შესახებ აბიტურიენტებს გააცნეს: სამხატვრო აკადემიის რექტორმა ყარამან ქუთათელაძემ, ფაკულტეტების დეკანებმა, სამხატვრო აკადემიის სასწავლო და ხარისხის მართვის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე - მაია გაბუნიამ.
აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული 2023 წლის შემოქმედებითი ტურის დებულება, რომელშიც განმარტებულია თითოეული კომპონენტის მოცულობა, ფორმატი, მასალა და ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმები, გთხოვთ იხილოთ სამხატვრო აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე - art.edu.ge.