ENG





5 დეკემბერს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სტარტაპი AETIS - სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის პრეზენტაციას გამართავს.
AETIS, როგორც ონლაინ პლატფორმა, შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება და მისი მიზანია, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა! თუ გსურთ, გაიგოთ მეტი, თქვენს შემოქმედებასთან დაკავშირებული უფლებების შესახებ, AETIS-ის გუნდი გაგიზიარებთ თავის გამოცდილებას და მნიშვნელოვან ინფორმაციას!
გელოდებით სამშაბათს, 5 დეკემბერს, 17:00 საათზე, სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის დარბაზში.
AETIS - თქვენ ქმნით, ჩვენ ვიცავთ!