ENG


ქალაქ თბილისის მერია ახორციელებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამას. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამაზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი.
 
2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება დაიწყება 2022 წლის 1 სექტემბრიდან და გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით (მის:ქ. თბილისი  შარტავას ქ. N7).
 




Attachments area








თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში იწყება 
პირველკურსელთა რეგისტრაცია 
12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით
11:00 - 17:00 საათამდე.. 
მისამართი გრიბოედოვის ქუჩა #22, 
საკონტაქტო ტელეფონი: +995 595 948 881

აბიტურიენტმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი (ორიგინალი). უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;

3. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის).

4. 1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).

5. სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი (აბიტურიენტმა სწავლის წლიური, მთლიანი საფასურის (2250 ლარი) ნახევარი (1125 ლარი) უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის მიმდინარეობისას. 70%-იანი და 50%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის შემთხვევაში, აბიტურიენტი სწავლის საფასურს იხდის პროცენტის შესაბამისად (სემესტრში 70% → 337.50 ლარი და 50% → 562.50 ლარი).

6. სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში - ცნობა გაცემული შესაბამისი ორგანოდან.

გაითვალისწინეთ, თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, (არ შესრულებია 18 წელი), თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან ხელშეკრულებას აფორმებს მისი მშობლი ან მისი მინდობილი პირი (მინდობილობა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული).

სამხატვრო აკადემიის საბანკო რეკვიზიტები (ნებისმიერი ბანკიდან!):

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
მიმღები ბანკისახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელებახაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708917289