ENG

ქ. ვროცლავის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიის პროგრამა

6 / 04 / 2023

ქ. ვროცლავის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიის პროგრამა “Spinaker 2021-2023 Artistic spinning”.

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერასმუს პარტნიორი, პოლონეთის, ქ. ვროცლავის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემია იწვევს საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს პროექტში - "Expanded view of printmaking" მონაწილეობის მისაღებად ZOOM პლატფორმის მეშვეობით, რომელიც ჩატარდება პროგრამის “Spinaker 2021-23 – Artistic spinning” ფარგლებში.

ღონისძიება გაიმართება 20 აპრილს, 13:00 საათზე (პოლონეთის დროით).

ღონისძიებაში ჩართვის მსურველებმა მიმართეთ: studyinenglish@asp.wroc.pl

სტუდენტების გამოფენა „მითი? ქალაქი?“

5 / 04 / 2023

4 აპრილი, ფაბრიკას საგამოფენო სივრცე “Project Space”.
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის მე-2 კურსის და მედია ხელოვნების ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტების გამოფენა „მითი? ქალაქი?“ გახსნა.
მონაწილე სტუდენტები: ნინი საყვარელიძე, სოფო კორძახია, ნატა გელაშვილი, ლუკა იშხნელი, გიგი გიორბელიძე, ნიტა მაარე, ვიქტორია სარქისოვი, ელენე ლობჟანიძე, სალომე ტურაშვილი, ნიკა თვაური, ვალერია ვალიშვილი, მარიამ ქარციძე, მარიამ გოგიაშვილი, გიორგი ჩხაიძე, ქეთი დავითაძე, თინა ბიჭინაშვილი, ელიზაბედ ჯინჭარაძე. ლუკა ხოფერია, დეა დეკანოიძე, დავით გინდია, ეკატერინე ბაბინა, გიორგი კორთხონჯია, საბა გელაშვილი, მარიშკა წიკლაური, ნათია ტყაბლაძე, თათია მანგოშვილი, გიორგი ოკუჯავა, ნიკა ბუცინაშვილი, ნათია ბუხრაშვილი, ია ქვრივიშვილი, ელენე მანაგაძე, ნატალი შუბითიძე
პროექტის ავტორი: კულტუროლოგი ლელა იაკობიშვილი-ფირალიშვილი
გამოფენის კურატორი: დათო კოროშინაძე
მისამართი: ნინოშვილის ქუჩა N8
გამოფენა გაგრძელდება 16 აპრილამდე

„შაჰნამეს“ სრული ქართული თარგმანის პრეზენტაცია

5 / 04 / 2023

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, დიდი ირანელი პოეტის, ფირდოუსის ნაწარმოების - „შაჰნამეს“ სრული ქართული თარგმანის პირველი ოთხი ტომი გამოიცა. ეს „შაჰნამეს“ პირველი სრული ქართული თარგმანია. თარგმანი ავტორია ცნობილი ქართველი პოეტი და მთარგმნელი, ბელა შალვაშვილი.
გამოცემის პრეზენტაცია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა.
პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყო და 2023 წელს, ქართული თარგმანის V-IX ტომების გამოცემით, დასრულდება.

იტალიის დიზაინის დღეები საქართველოში 2023

4 / 04 / 2023

2023 წლის 29 და 30 მარტს, იტალიის საელჩოს ორგანიზებით, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ უმასპინძლა ღონისძიებას „იტალიის დიზაინის დღეები საქართველოში 2023“.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს იტალიის ელჩმა საქართველოში - ენრიკო ვალვომ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - ირაკლი ქარსელაძემ და თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ.
კონფერენციის ფარგლებში მოეწყო გამოფენა, რომელსაც წარმოადგენდნენ ეროვნული საბჭო (CNAPPC), ჟურნალ "დომუს საქართველოს" სარედაქციო გუნდი და დიზაინის ევროპული ინსტიტუტი (IED). იტალიელ და ქართველ არქიტექტორ-დიზაინერებთან ერთად, სტუდენტებისა და დამსწრე საზოგადოებისათვის სალექციო პრეზენტაცია გამართა მაესტრო მიკელე დე ლუკიმ, რომელიც ეძღვნებოდა მის იდეას არქიტექტურის შესახებ - ხედვას, რომელიც ერთგვარი ფანჯარაა აწმყოს, წარსულსა და მომავალს შორის.

საბინა შიხლინსკაიას ლექცია სტუდენტებისთვის

3 / 04 / 2023

29 მარტს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, ცნობილმა არტისტმა და დამოუკიდებელმა კურატორმა საბინა შიხლინსკაიამ სტუდენტებისთვის ლექცია გამართა. კურატორმა ისაუბრა ბოლო წლებში, მის მიერ განხორციელებულ მხატვრულ და საკურატორო პროექტეზე, ასევე თანამედროვე ხელოვნების განვითარების ტენდენციებზე.
საბინა შიხლინსკაია, ცნობილი მხატვარი და დამოუკიდებელი კურატორია, მის სახელს უკავშირდება აზერბაიჯანში კონცეპტუალური ხელოვნების განვითარება. მუშაობს სხვა და სხვა მედიაში - პერფორმანსი, ვიდეო-არტი და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ბიენალესა თუ ექსპოზიციაში - მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 1993 წლიდან, მისი უშუალო კურატორობით გაიმართა 70-ზე მეტი გამოფენა. იყო აზერბაიჯანის პირველი პავილიონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე