წითელას ეპიდემიის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N16 განკარგულებით მიმდინარეობს საყოველთაო - სავალდებულო აცრები (აცრები ტარდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, პოლიკლინიკებში).
ყველა სტუდენტმა და თანამშრომელმა ა/წ 15 მარტამდე უნდა წარმოადგინოს წითელას საწინააღმდეგო აცრის დამადასტურებელი ცნობა (აცრა და ცნობების გაცემა უფასოა). წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე განკარგულების საფუძველზე, შეგიჩერდებათ მიმდინარე სტატუსი.
სტუდენტებმა ცნობები წარადგინეთ ფაკულტეტებზე