ENG





26 ოქტომბერი, 2023
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია - საერთაშორისო სემინარი: „ბრიუსელი და თბილისი: ხელოვნების, ბიზნესისა და მეწარმეობის შემოქმედებითი კავშირები“.
სემინარის თემა შეეხებოდა, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების და ბიზნესის ძირითად საკითხებს - შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარებისთვის.
ორგანიზატორი: ბრიუსელის ეკონომიკური და კომერციული წარმომადგენლობა - HUB.BRUSSELS
პარტნიორები: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA).
სემინარში მონაწილეობა მიიღო ბელგიისა და საქართველოს კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების 80-ზე მეტმა წარმომადგენელმა.