ENG

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მონაწილეობა - გრანადის უნივერსიტეტის, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში BAG.
2-6 მაისს, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის - ფერწერის მიმართულების მოწვეულმა პროფესორმა, ოლეგ ტიმჩენკომ და გრაფიკის მიმართულების მოწვეულმა პედაგოგმა, გიორგი ჟორდანიამ, მონაწილეობა მიიღეს სამხატვრო აკადემიის ერასმუს პარტნიორის, გრანადის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, თანამედროვე ხელოვნების მე-6 საერთაშორისო ფესტივალში BAG, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში!
https://canal.ugr.es/noticia/la-6a-edicion-del-festival-internacional-de-arte-contemporaneo-bag-inaugura-las-muestras-paralel-y-proyecto-churro-lugar-de-encuentros/

BAG 6th

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ფერწერის მიმართულების IV კურსის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი, რომელიც გამოავლენს დრეზდენის საერთაშორისო პლენერის ორ ახალ მონაწილეს.
დრეზდენის საერთაშორისო პლენერი, გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალის - „Palais Sommer“ უმთავრესი კომპონენტია, რომელშიც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები 2013 წლიდან არიან ჩართულნი პროექტის დამფუძნებლის, აკადემიის საპატიო პროფესორის, ალექსანდრე-ალეკო ადამიას ინიციატივით (1962-2019).
კონკურსი გულისხმობს ორ ეტაპს: განიხილება სტუდენტების ნამუშევრები ზოგადად და პროექტის სპეციფიკასთან შესაბამისობაში. შემდეგ კი, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას პლენერის სამხატვრო ხელმძღვანელებთან, მარიამ შაქარაშვილთან და ბექა საყვარელიძესთან. გამარჯვებულები გაემგზავრებიან დრეზდენში, შექმნიან ნამუშევრებს გერმანელ მხატვრებთან ერთად და ჩაერთვებიან სხვადასხვა კულტურულ აქტივობაში.
მგზავრობის, ცხოვრებისა და მუშაობისთვის საჭირო ყველა ხარჯი სრულიად დაფინანსებულია ფესტივალის მიერ.
პროექტის ხანგრძლივობა - 10/07/23 - 12/08/23
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადააგზავნოთ 10/15 ფერწერული ნამუშევრის ფოტო/პორთფოლიო და CV მითითებულ მისამართზე: shakarashviliart@gmail.com
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 11 მაისი, 20:00 საათი
გისურვებთ წარმატებას!

25-28 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტს ეწვია თსსა ერასმუს პარტნიორი, სლოვაკეთის, ქ. ბრატისლავას სახვითი ხელოვნების და დიზაინის აკადემიის სახვითი ხელოვნებისა და ინტერმედიის პროფესორი Anton Čierny.
პროფესორის მობილობა, განხორციელდა სამხატვრო აკადემიასა და ბრატისლავას სახვითი ხელოვნების და დიზაინის აკადემიას შორის გაფორმებული ერასმუს+ ინსტიტუციური ხელშეკრულების ფარგლებში.
ავსტრიელმა პროფესორმა, სახვითი ხელოვნების მიმართულების სტუდენტებისთვის ჩაატარა "Artist Talk", პრეზენტაცია ატელიეს ‘Spatial Communications+’ შესახებ და ვორქშოფი - "თანამედროვე ხელოვნება საჯარო სივრცეში". სტუდენტებს გადაეცათ ერასმუს სერტიფიკატები. სტუმარი შეხვდა ასევე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმსიფო სამხატვრო აკადემიის რექტორს.

24-28 აპრილი, დიზაინის ფაკულტეტის  სამრეწველო დიზაინის მიმართულებას, ერასმუს პროგრამის ფარგელბში, სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის - FH Salzburg პროფესორი მარკუს შრანზერი.
პროფესორი 4 დღის განმავლობაში სტუდენტებთან ჩაატარა ვორქშოპი სახელწოდებით “ბრენდზე ორიენტირებული დიზაინი”. სტუდენტებმა, ცნობილ ბრენდებზე დაყრდნობით, შექმნეს გრაფიკული და მოცულობითი ნამუშევრები. ვორქშოპის დასრულების შემდეგ გაიმართა შემაჯამებელი პრეზენტაცია და სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები.