ENG

17 ნოემბერი, 2023
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწოფო სამხატვრო აკადემიისა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პარტნიორობით, სამხატვრო აკადემიაში იმყოფებოდნენ UIA არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის ვიცე-პრეზიდენტი - ირჟი გროხულსკი, პოლონეთის არქიტექტორთა ასოციაციის პრეზიდენტი - აგნეშკა კალინოვსკა და ვიცე-პრეზიდენტი, მარეკ ხრობაკი. შეხვედრის ფარგლებში, არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, განხილულ იქნა არქიტექტურულ განათლებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის იმპლემენტაცია. ასევე, მოწვეული სტუმრების მხრიდან, ინიცირებულ იქნა სტუდენტური გაცვლებისა და ერთობლივი პროექტების სამომავლო თანამშრომლობა. ოფიციალური ვიზიტის დასრულებისას, სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ, ბატონ ირჟი გროხულსკის საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭა.