ENG


Erasmus+ KA107

28 მაისი-1 ივნისი, პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლასთან -
Ecole Nationale Supérieure d'Arts de Paris-Cergy (ENSAPC), თსს აკადემიის თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე,  აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში,  თსს აკადემიას ლექციებით/ვორქშოფით ეწვევა ცნობილი ხელოვანი და კურატორი, პროფესორი Gallien Déjean(), და ასევე, პროფესორი Antoine Idier სასწავლო პროცესისა და კვლევის კოორდინატორი

Erasmus+ KA107

სექტემბერი-დეკემბერი, 2018,    სტუდენტთა მობილობის ფარგლებში, ერთი სემესტრის განმავლობაში პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში- 
Ecole Nationale Supérieure d'Arts de Paris-Cergy (ENSAPC)-ში სასწავლებლად გაემგზავრებიან   სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის     საბაკალავრო  საფეხურის  სტუდენტები ანასტასია კვანჭახაძე და ნინა გვასალია
იხილეთ პორტფოლიოები შემდეგ ლინკებზე:
- ანასტასია კვანჭახაძე
- ნინა გვასალია 

Erasmus+ KA107

ერასმუს+ მობილობის პროგრამის ფარგლებში  პოლონეთის შჩეტჩინის აკადემიას-
Akademia Sztuki w Szczecinie და თსს აკადემიის  თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე, პორტფოლიოების კონკურსში გამარჯვებულია სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, გრაფიკის მიმართულების  სტუდენტი - ნანუკა გელაძე.