ENG



26 ოქტომბერი, 2023
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია - საერთაშორისო სემინარი: „ბრიუსელი და თბილისი: ხელოვნების, ბიზნესისა და მეწარმეობის შემოქმედებითი კავშირები“.
სემინარის თემა შეეხებოდა, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების და ბიზნესის ძირითად საკითხებს - შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარებისთვის.
ორგანიზატორი: ბრიუსელის ეკონომიკური და კომერციული წარმომადგენლობა - HUB.BRUSSELS
პარტნიორები: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA).
სემინარში მონაწილეობა მიიღო ბელგიისა და საქართველოს კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების 80-ზე მეტმა წარმომადგენელმა.  


სტუდენტთა ერასმუსმობილობის შესარჩევი კონკურსი - ბულგარეთის, სოფიის   ხელოვნების ეროვნული აკადემიაში National Academy of Art, Sofia   სახვითი ხელოვნების  ფაკულტეტის   ფერწერისა და გრაფიკის  მიმართულების სტუდენტებისთვის
 
ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი     თსსა   თსსა    სახვითი ხელოვნების  ფაკულტეტის ფერწერისა და გრაფიკის მიმართულების,    საბაკალავრო საფეხურის    სტუდენტებისთვის -2 ადგილი, 2023/2024 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრისთვის,    ბულგარეთის, სოფიის   ხელოვნების ეროვნული აკადემიაში  

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,  სახვითი ხელოვნების  ფაკულტეტის ფაკულტეტის დეკანს,  ფერწერისა და გრაფიკის მიმართულებების ხელმძღვანელებს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         პორტფოლიო,
.          CV,  
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 20 ოქტომბერი, 2023
 
საკონტაქტო პირი: ანა მიქელაძე, ana.mikeladze@art.edu.ge, 599222012
 
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:    
·  ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს  ერასმუს მობილობაში. შესაბამისად,  სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი მობილობის სემესტრის დაწყებამდე
.  სტუდენტებს გთხოვთ გაეცნოთ ერასმუს გზამკვლევს შემდეგ ბნულზე   https://old.old.art.edu.ge/acgeo/index.php?newsid=1004
. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
·  Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.