ENG


ანიმაცია

                                     
             
               

პროგრამის ხელმძღვანელები:
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის
მოწვეული პედაგოგი თეიმურაზ სიხარულიძე
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის
მასწავლებელი ხათუნა ტატუაშვილი

პროგრამის სახელწოდება: ანიმაცია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ბაკალავრი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: თსსა შემოქმედებითი კონკურსი და ერთიანი ეროვნული გამოცდები.
ანოტაცია: ანიმაციის საბაკალავრო პროგრამა მოიცავს დარგის შემსწავლელ, როგორც პრაქტიკულ ასევე თეორიულ კურსებს. იღებს ვალდებულებას სტუდენტს გამოუმუშაოს ანიმაციური ფილმის დამდგმელი მხატვრისთვის საჭირო ყველა უნარ-ჩვევები, დაეხმაროს პროფესიული ოსტატობისა და შემოქმედებითი დამოუკიდებლობის მიღწევაში.
წმინდა პროფესიული კომპეტენციების შეძენასთან ერთად სტუდენტს ეძლევა საშუალება შეისწავლოს, როგორც საბაზისო დისციპლინები (ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია), ასევე ხელოვნების ისტორიის ზოგადი კურსები, ზოგადი თეორიული დისციპლინები (ესთეტიკა, ფსიქოლოგია, კულტუროლოგია და სხვა) და არჩევითი თეორიული საგნები.
შემოთავაზებული პროგრამა ითვალისწინებს ევროპის უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლების გამოცდილებას. ეფუძნება რა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულების დიდ ტრადიციებს, აგრეთვე იზიარებს თანამედროვე მსოფლიო ხელოვნების მიღწევებს და სწავლების მეთოდებს.
ოთხ წლიანი სწავლის შედეგად ბაკალავრის კვალიფიკაციის დონე უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიო უმაღლესი სახელოვნებო _ საუნივერსიტეტო სწავლების სტანდარტებს. პროგრამის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარის გაღრმავებას.

პროგრამის სტრუქტურა:
საბაზისო დისციპლინათა ციკლი ----- 65 ECTS
პროფესიულ დისციპლინათა ციკლი ------ 80 ECTS
საუნივერსიტეტო თეორიულ დისციპლინათა ციკლი ----- 95 ECTS
სულ: 240 ECTS

шаблоны для dle