ENG


ხელოვნების ისტორია და თეორია - ხელმძღვანელი ანა კლდიაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თსსა პროფესორი

                                     
             
               

პროგრამის ხელმძღვანელი: ანა კლდიაშვილი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თსსა პროფესორი

პროგრამის სახელწოდება: ხელოვნების ისტორია და თეორია განათლების საფეხური: ბაკალავრიატი მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი 1007 დაშვების წინაპირობა: პროგრამის წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება ანოტაცია: საბაკალავრო პროგრამა აგებულია სახელოვნებათმცოდნეო დარგის წინაშე არსებული თანამედროვე პრობლემებისა და გამოწვევების შესაბამისად. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ხელოვნების ისტორიის შესწავლა მოხდეს არა იზოლირებულად, არამედ, ფართო ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში. შესაბამისად, პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი ბლოკისაგან შედგება, რომელშიც ცხადია, ძირითადია ხელოვნების ისტორიის ბლოკი. პროგრამის ეს ნაწილი უზრუნველყოფს მსოფლიო ხელოვნების ისტორიისა და ქართული ხელოვნების ისტორიის დიაქრონულ და სინქრონულ ჭრილში შესწავლას. პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ხელოვნების თეორიის საგნების ბლოკი; ასევე, ანალიზის ბლოკი, რომელიც ხელოვნების ნაწარმოების ფორმის ანალიზისა და კვლევის სხვა მეთოდების სტუდენტისთვის გაცნობასა და ამ მეთოდების პრაქტიკულად ათვისებას უწყობს ხელს. ზოგადსაუნივერსიტეტო საგნების ბლოკი კი, სტუდენტის საერთო განათლების დონის ამაღლებასა და ხელოვნების ფართო კონტექსტში განხილვის უნარების განვითარებას ემსახურება.

პროგრამის სტრუქტურა
სპეციალობა 120
შემოქმედებითი უნარები 15
ზოგადსაუნივერსიტეტო (არჩევითი) 40
არჩევითი სპეცსაგნები 35
თავისუფალი კრედიტები 20
საბაკალავრო ნაშრომი 10
სულ 240 ECTS
шаблоны для dle