ENG


მხატვრული კერამიკა - ხელმძღვანელი გიორგი იაშვილი, თსსა პროფესორი

                                     
             
               

პროგრამის ხელმძღვანელი :
თსსა სრული პროფესორი გიორგი იაშვილი

საბაკალავრო პროგრამის სახელწოდება :მხატვრულიკერამიკა
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური :საბაკალავრო
მისანიჭებელი კვალიფიკაცია :ხელოვნების ბაკალავრი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:აბიტურიენტს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთო ეროვნული გამოცდა და თსსა შემოქმედებითი კონკურსი
საბაკალავრო პროგრამის ანოტაცია:
კერამიკა, ფართოგაგებით, წარმოადგენს ადამიანის საქმიანობის ერთერთ უძველეს და ტექნოლოგიური თვალსაზრისით მუდმივად განვითარებად დარგს.
კერამიკული მასალა, უნივერსალურობის გამო, ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ტექნიკურ, სამშენებლო, მანქანადმშენებლობის, სანიტარულ თუ სამედიცინო-სამკურნალო სფეროებში.
საბაკალავრო პროგრამა მოიცავს კერამიკის ერთერთ უმთავრეს ტრადიციულ და წამყვან დარგს - “მხატვრულ კერამიკას”ანუ “კერამიკის ხელოვნებას”, რომელიც თავისთავად შედგება სპეციფიური ქვედარგებისგან, რომელთა ფართო სპექტრი მასალათა ტექნოლოგიური თვისობრიობით არის განპირობებული (დაბალტემპერატურიანი და მაღალტემპერატურიანი, ფოროვანი და შემცხვარკეციანი, შედგენილი თიხები და სხვა). ქვედარგები განსხვავდებიან ასევე წარმოების მეთოდებით (სტუდიური, სამრეწველო და სხვ.) უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამა არის მხატვრული კერამიკული მასალის შესწავლის, მისგან მაღალმხატვრული დონის პროდუქციის შექმნის საბაზისო სასწავლო კურსი და წარმოადგენს ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ტექნოლოგიურ, სადიზაინო და სახვითი საკითხების ერთობლიობას. პროგრამა ორიენტიერებულია მხატვარ-კერამიკოსის, კერამიკოს-დიზაინერის აღზრდაზე, რომლიც პროგრამის ფარგლებში მიღებული ზოგად თეორიული და პრაქტიკული ცოდნით შესძლებს დარგში წარმატებულ საქმიანობას.
პროგრამა ასევე მოიცავს ვიზუალური ხელოვნების საბაზისო კურსს
(ხატვა, ფერწერა, ქანდაკება), ხელოვნების ისტორიის ზოგადთეორიულ კურსებს (მსოფლიო ხელოვნების ისტორია, ქართული ხელოვნების ისტორია), ციფრულ ტექნოლოგიებს, ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალურ არჩევით საგნებს.

პროგრამის სტრუქტურა
ძირითადი სპეციალობის საგნები – 80 კრედიტი
ვიზუალური ხელოვნების საგნები – 65 კრედიტი
ზოგადსაგანმანათლებლო საგნები – 60 კრედიტი
ხელოვნების ისტორიის საგნები – 35 კრედიტი
(მსოფლიო ხელ. ისტორია - 10 კრედიტი)
(ქართული ხელ. ისტორია - 10 კრედიტი)
(არჩევითი საგნები - 15 კრედიტი)
სულ - 240 ECTS
шаблоны для dle