ENG


მხატვრული მინის დიზაინი - ხელმძღვანელი თამარ გრიგოლია, თსსა ასოცირებული პროფესორი

                                     
             
               

პროგრამის ხელძღვანელი:
თსსა ასოცირებული პროფესორი თამარ გრიგოლია

საბაკალავრო პროგრამის სახელწოდება: მხატვრული მინა
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: საბაკალავრო
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ბაკალავრი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აბიტურიენტს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთო ეროვნული გამოცდა და თსსა შემოქმედებითი კონკურსი
საბაკალავრო პროგრამის ანოტაცია:
დისციპლინის სფერო წარმოადგენს უძველეს დარგს მინის მხატვრული დამუშავებას. მინის მხატვრული დამუშავება გულისხმობს მხატვრულ_სადიზაინერო და სხვადასახვა ტიპის ტექნიკურ_ტექნოლოგიური პროცესების ერთიანობას. მინის დამუშავების ტექნოლოგიურ პროცესებში შედის მინის მცირე ზომის პლასტიკა, მინის ქანდაკება, მინის ჩარჩოები, ფერწერული მინის პლასტები, სმალტა (მოზაიკა ექსტერიერში ან ინტერიერში). ამ დარგის განვითარება სახავს დიდ პერსპექტივებს თანამედროვე არქიტექტურაში, ინტერიერში, ექსტერიერში, გამოყენებით სფეროში.
პროგრამა ორიენტიერებულია ამ დარგების დიზაინერების (სპეციალისტების) აღზრდაზე, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ათვისებული ზოგადთეორიული და პრაქტიკული ცოდნით შეძლებენ მინის მხატვრული დიზაინის სფეროში წარმატებულ საქმიანობას. ასევე, პროგრამა მოიცავს როგორც ვიზუალური ხელოვნების საბაზისო კურსს (ხატვა, ფერწერა, ქანდაკება), აგრეთვე, ხელოვნების ისტორიის ზოგად თეორიულ კურსებს (მსოფლიო ხელოვნების ისტორია, ქართული ხელოვნების ისტორია), ციფრულ ტექნოლოგიებს, ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალურ არჩევით საგნებს.

პროგრამის სტრუქტურა
ძირითადი სპეციალობის საგნები – 80 კრედიტი
ვიზუალური ხელოვნების საგნები – 65 კრედიტი
ზოგადსაგანმანათლებლო საგნები – 60 კრედიტი
ხელოვნების ისტორიის საგნები – 35 კრედიტი
(მსოფლიო ხელ. ისტორია - 10 კრედიტი)
(ქართული ხელ. ისტორია - 10 კრედიტი)
(არჩევითი საგნები - 15 კრედიტი)
სულ - 240 ECTS
шаблоны для dle