პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა პროფესორი ნინო მგალობლიშვილი
საბაკალავრო პროგრამის სახელწოდება: მოდის დიზაინი უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: საბაკალავრო მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ბაკალავრი პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აბიტურიენტს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთო ეროვნული გამოცდა და თსსა შემოქმედებითი კონკურსი საბაკალავრო პროგრამის ანოტაცია: კულტურის დინამიკის გათვალისწინებით მოდის დიზაინი შეიძლება განვიხილოთ, როგორც კომუნიკაციის გარკვეული სახეობა: სტილის, მოდის, მიმართულების, მოცემული დროის ესთეტიკური და მეცნიერული კონცეფციების, საზოგადოების ცხოვრების დონისა და კულტურის შესახებ. მოდის დიზაინი, როგორც ხელოვნების დარგი თავისი მასობრიობის გამო, მხატვრობისა და ქანდაკებისაგან განსხვავებით, სინთეზურ ხელოვნებას წარმოადგენს. მოდის დიზაინში მოიაზრება ჩაცმის, სტილისა და მანერის ვიზუალური და ტექნიკური ასპექტები. მოდის დიზაინის სერვისი და პროდუქცია გამიზნულად ახდენს ესთეტიკური და ტექნიკური ელემენეტების ინტეგრირებას ფუნქციებისა და ფასეულობების გაუმჯობესების მიზნით. პროგრამა ორიენტიერებულია ამ დარგების დიზაინერების (სპეციალისტების) აღზრდაზე, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ათვისებული ზოგადთეორიული და პრაქტიკული ცოდნით შეძლებენ მოდის დიზაინის სფეროში წარმატებულ საქმიანობას. ასევე, პროგრამა მოიცავს როგორც ვიზუალური ხელოვნების საბაზისო კურსს (ხატვა, ფერწერა, ქანდაკება), აგრეთვე, ხელოვნების ისტორიის ზოგად თეორიულ კურსებს (მსოფლიო ხელოვნების ისტორია, ქართული ხელოვნების ისტორია), ციფრულ ტექნოლოგიებს, ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალურ არჩევით საგნებს. პროგრამა ამზადებს მოდის დიზაინერს ტრიკოტაჟისა და კრეატიული ქსოვილის ნაწარმის, კოსტუმის, ტყავის ნაწარმის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების სპეციალობით, რომელსაც შეეძლება ცალკეული კოლექციების შექმნა სხვადასხვა სპეციფიკური ტექნოლოგიების გამოყენებით.
პროგრამის სტრუქტურა ძირითადი სპეციალობის საგნები – 80 კრედიტი ვიზუალური ხელოვნების საგნები – 65 კრედიტი ზოგადსაგანმანათლებლო საგნები – 60 კრედიტი ხელოვნების ისტორიის საგნები – 35 კრედიტი (მსოფლიო ხელ. ისტორია - 10 კრედიტი) (ქართული ხელ. ისტორია - 10 კრედიტი) (არჩევითი საგნები - 15 კრედიტი) სულ - 240 ECTS шаблоны для dle |