პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი: თსსა დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ჯუმბერ ბეჭვაია
საბაკალავრო პროგრამის სახელწოდება: სამრეწველო დიზაინი უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: საბაკალავრო მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ბაკალავრი პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აბიტურიენტს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთო ეროვნული გამოცდა და თსსა შემოქმედებითი კონკურსი. საბაკალავრო პროგრამის ანოტაცია: სამრეწველო დიზაინის მიმართულება მოიცავს სამრეწველო – ტექნიკური და ექსკლუზიურ – ტექნიკური პროფილის დიზაინის სრულ სპექტრს. მასში შედის: ყველა სახის საყოფაცხოვრებო, სამრეწველო, სატრანსპორტო, დასვენების, გართობის, გარემოს კეთილმოწყობის, სპორტის და სხვადასხვა ტიპის სპეციალური ტექნიკის დიზაინი. პროგრამა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად მოიცავს სამრეწველო დიზაინის სპეციალობის ბაკალავრების მომზადებისათვის ყველა აუცილებელ კომპონენტს. მასში ოპტიმალურადაა სინთეზირებული თეორიული, შემოქმედებითი და პრაქტიკული მომზადების საკითხები და დაბალანსებულადაა წარმოდგენილი კომპოზიცირების, პროექტირების, კონსტრუირების, ტექნოლოგიის, მორფოლოგიის, ერგონომიკის, ტექნიკური ესთეტიკის, მასალაში პრაქტიკული მუშაობის ასპექტები. პროგრამა ასევე მოიცავს, როგორც ვიზუალური ხელოვნების საბაზისო კურსს (ვიზუალური კომპოზიციის საფუძვლები, ხატვა, ფერწერა, ქანდაკება), ისე ხელოვნების ისტორიის ზოგად თეორიულ კურსს (მსოფლიო ხელოვნების ისტორია, საქართველოს ხელოვნების ისტორია), ციფრულ ტექნოლოგიებს, საუნივერსიტეტო და სპეციალურ არჩევით საგნებს.
პროგრამის სტრუქტურა ძირითადი სპეციალობის საგნები – 80 კრედიტი ვიზუალური ხელოვნების საგნები – 65 კრედიტი საუნივერსიტეტო საგნები – 60 კრედიტი ხელოვნების ისტორიის საგნები – 35 კრედიტი (მსოფლიო ხელ. ისტორია-10 კრედიტი) (ქართული ხელ. ისტორია- 10 კრედიტი) (არჩევითი საგნები—15 კრედიტი)
шаблоны для dle |