ENG


ტექსტილის დიზაინი - ხელმძღვანელი თინათინ კლდიაშვილი, თსსა პროფესორი

                                     
             
               

პროგრამის ხელძღვანელი:
თსსა სრული პროფესორი თინათინ კლდიაშვილი

საბაკალავრო პროგრამის სახელწოდება: ტექსტილის დიზაინი
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: საბაკალავრო
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ბაკალავრი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აბიტურიენტს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთო ეროვნული გამოცდა და თსსა შემოქმედებითი კონკურსი
საბაკალავრო პროგრამის ანოტაცია:
პროგრამა ითვალისწინებს ტექსტილის ხელოვნების დარგების ათვისებას და შესწავლას სრული ტექნოლოგიური და კრეატიული პაკეტით ტექსტილის წარმოებაში, ესთეტიკური და ტექნიკური ასპექტებით, როგორც დეკორატიულ, ისე გამოყენებით სფეროში. ესენია: ხალიჩა, ფარდაგი, თექა, გობელენი, ბატიკა, ჟაკარდული ქსოვილი, საავეჯე ქსოვილი, საკაბე ქსოვილი, ლურჯი სუფრები, ქსოვილის მოჩითვა (ბათიკა, შიბორი, პრინტი), ქვილთი და ა. შ.
ეს დარგები ხორციელდება: შალის, აბრეშუმის, ბამბის, სელის და ხელოვნური ქსოვილის და სხვათა მასალის ნედლეულით. ქსოვილი სრულდება მოთელვის, ქსოვის, მოხატვის, მოჩითვის და ღებვის (ხელით და მექანიკური მეთოდით) ტექნოლოგიებით. დისციპლინა მოითხოვს კრეატიულ ხედვას და აზროვნებას, ვიზუალური ფორმების ფუნქციების გაგებას პროდუქციის წარმოებასთან მიმართებაში.
პროგრამა ორიენტიერებულია ამ დარგების დიზაინერების (სპეციალისტების) აღზრდაზე, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ათვისებული ზოგადთეორიული და პრაქტიკული ცოდნით შეძლებენ ტექსტილის დიზაინის სფეროში წარმატებულ საქმიანობას. ასევე, პროგრამა მოიცავს როგორც ვიზუალური ხელოვნების საბაზისო კურსს
(ხატვა, ფერწერა, ქანდაკება), აგრეთვე, ხელოვნების ისტორიის ზოგად თეორიულ კურსებს (მსოფლიო ხელოვნების ისტორია, ქართული ხელოვნების ისტორია), ციფრულ ტექნოლოგიებს, ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალურ არჩევით საგნებს.

პროგრამის სტრუქტურა
ძირითადი სპეციალობის საგნები – 80 კრედიტი
ვიზუალური ხელოვნების საგნები – 65 კრედიტი
ზოგადსაგანმანათლებლო საგნები – 60 კრედიტი
ხელოვნების ისტორიის საგნები – 35 კრედიტი
(მსოფლიო ხელ. ისტორია - 10 კრედიტი)
(ქართული ხელ. ისტორია - 10 კრედიტი)
(არჩევითი საგნები - 15 კრედიტი)
სულ - 240 ECTS
шаблоны для dle