ENG


ფოტოგრაფია - ხელმძღვანელი ნანა იაშვილი, არქიტექტურის დოქტორი, თსსა პროფესორი

                                     
             
               

პროგრამის ხელმძღვანელი: ნანა იაშვილი, არქიტექტურის დოქტორი,
თსსა მედიახელოვნების ფაკულტეტის პროფესორი

პროგრამის სახელწოდება: ფოტოგრაფია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: 080205 ხელოვნების ბაკალავრი (ფოტოგრაფია) პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საგანმანათებლო პროგრამაზე დაიშვებიან აბიტურიენტები, რომელთაც გავლილი აქვთ თსსა შემოქმედებითი ტური და ერთიანი ეროვნული გამოცდები. ანოტაცია: თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მთავარი მედიუმის - ფოტოგრაფიის შესწავლა მედიახელოვნების ფაკულტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ფოტოგრაფიაში განსაკუთრებით საგულიხმოა, არა მხოლოდ სტილების (პიკტორალიზმი – კონცეპტუალიზმი და ა.შ.), არამედ თვით ფოტოგრაფიის სხვადასხვა ფუნქციის შესწავლა: დოკუმენტური ფოტოგრაფია და ვიზუალური ანთროპოლოგია, კომერციული და სარეკლამო ფოტოგრაფია, დამოუკიდებელი ფოტოხელოვნება, საზოგადოებრივი რიტუალი და ა.შ. ფოტოგრაფიის საბაკალავრო კურსში სტუდენტი ყალიბდება ფოტოხელოვანის უნარჩვევებით აღჭურვილ ფართო სპექტრის არტისტად, რომელიც კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადია თანამედროვე არტ-ბაზარზე და ასევე სამომხმარებლო სარეკლამო სივრცეში.

პროგრამის სტრუქტურა: საბაზისო დისციპლინები - 65 ECTS სპეციალობის დისციპლინები (პროფესიული) - 80 ECTS ხელოვნების ისტორია - 20 ECTS (სავალდებულო) - 15 ECTS (არჩევითი საგნები) ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინები - 35 ECTS (სავალდებულო) - 25 ECTS (არჩევითი საგნები)
шаблоны для dle