ENG


გრაფიკული დიზაინი - ხელმძღვანელი ნანა იაშვილი, არქიტექტურის დოქტორი, თსსა პროფესორი

                                     
             
               

პროგრამის ხელმძღვანელი: ნანა იაშვილი, არქიტექტურის დოქტორი,
თსსა მედიახელოვნების ფაკულტეტის პროფესორი

პროგრამის სახელწოდება: გრაფიკული დიზაინი
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი მისანიჭებელი ხარისხი და კვალიფიკაცია: 080204 ხელოვნების ბაკალვრი (გრაფიკული დიზაინი) პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საგანმანათებლო პროგრამაზე დაიშვებიან აბიტურიენტები, რომელთაც გავლილი აქვთ თსსა შემოქმედებითი ტური და ერთიანი ეროვნული გამოცდები. ანოტაცია: გრაფიკული დიზაინი მოიცავს პროფესიის ისეთ მნიშვნელოვან დარგებს, როგორიცაა კომუნიკაციურ საშუალებათა დაგეგმვა, რეკლამა, შეფუთვა და გრაფიკული დიზაინი, რომელთა როლი მუდმივად იზრდება. ეს ის საშუალებებია, რომლითაც კომპანიები ფართო საზოგადოებას წარუდგენენ საკუთარ კორპორატიულ ფილოსოფიას; დემონსტრირებას უკეთებენ მათ მიერ წარმოებულ ნაკეთობებსა და მომსახურებას; გრაფიკოსი დიზაინერები გეგმავენ, აანალიზებენ, ქმნიან და აფასებენ კომუნიკაციური პრობლემების ვიზუალურ გადაწყვეტილებებს. მათი მუშაობა გულისხმობს მასშტაბური კომუნიკაციური პრობლემების გადაჭრას, სტრატეგიის ჩამოყალიბებას და ისეთი კომუნიკაციური პროდუქტის დაპროექტებას, როგორიცაა კორპორაციული სტილი, საფირმო ნიშანი და ემბლემა. რეკლამა _ ელექტრონული ტაბლოების საპროექციო მასალა, გამოცემები _ ნაბეჭდი პროდუქცია, შეფუთვა, გამოფენები და სხვა. ვიზუალური ფორმის შექმნის პროცესში გრაფიკოსი დიზაინერები ფართოდ იყენებენ სხვადასხვა ტექნოლოგიას, რომელიც გარემოს ფორმირებაში, საბაზრო ურთიერთობათა მის სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებათა ტენდენციებში ორიენტაციის უკეთ შესაძლებლობებს აძლევს.

პროგრამის სტრუქტურა: საბაზისო დისციპლინები - 65 ECTS სპეციალობის დისციპლინები (პროფესიული) - 80 ECTS ხელოვნების ისტორია - 20 ECTS (სავალდებულო) - 15 ECTS (არჩევითი საგნები) ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინები - 35 ECTS (სავალდებულო) - 25 ECTS (არჩევითი საგნები)


шаблоны для dle