პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი დავით ალექსიძე
პროგრამის სახელწოდება: დაზგური ფერწერა განათლების საფეხური: ბაკალავრიატი მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ბაკალავრი პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: თ.ს.ს.ა. შემოქმედებითი კონკურსი და ერთიანი ეროვნული გამოცდები. ანოტაცია: საბაკალავრო პროგრამა დაზგურ ფერწერაში წარმოადგენს ინფორმაციის მეთოდურად სისტემატიზირებულ კურსს, რომელიც აუცილებელი დისციპლინაა ფერწერის დარგის შემსწავლელი სტუდენტებისათვის. კურსის ძირითად ნაწილს შეადგენს ფერწერის ძირითადი პოსტულატების შესწავლა. პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტების მიერ ფერწერის ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მხარეს, ფერთა ურთიერთზეგავლენის ფერწერული, კოლორისტული და კომპოზიციური საფუძვლების შესწავლას. რეალისტური, ფიგურატიული პრინციპების მიხედვით სასწავლო მოცემულობების შესრულებას. ამავე დროს პროგრამა განიხილავს თანამედროვე არტ-სივრცეში უკვე კლასიკად ქცეული თუ დღესდღეობით არსებული, პროფესიონალისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას. პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია აკადემიური ხატვა, სადაც სწავლის დროს სტუდენტი ეუფლება აკადემიური ხატვის ძირითად პრინციპებს, რომელთა ცოდნა და შემდგომში შემოქმედებით საქმიანობაში გამოყენება აუცილებელ პირობას წარმოადგენს მხატვრის პროფესიისთვის. პროგრამა აგრეთვე მოიცავს თეორიული საგნების ბლოკს, რომლებიც აუცილებელია სახელოვნებო სივრცეში უკეთ გარკვევისა და ადაპტაციისთვის. სასწავლო ინფორმაცია, რომელიც სტუდენტს საშუალებას აძლევს იყოს კომუნიკაბელური, შეეძლოს ნამუშევრის პრეზენტაცია, ინტერნეტ სივრცეში მოიძიოს სხვადასხვა თეორიული თუ ვიზუალური მასალა ასევე წარმოდგენილია საბაკალავრო პროგრამაში. პროგრამა ასევე შეიცავს საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებისათვის აუცილებელი უცხო ენის კურსს (A დონე).
პროგრამის სტრუქტურა: საბაზისო დისციპლინათა ციკლი ----- 65 ECTS პროფესიულ დისციპლინათა ციკლი ------ 80 ECTS საუნივერსიტეტო თეორიულ დისციპლინათა ციკლი ----- 95 ECTS სულ: 240 ECTS шаблоны для dle |