პროგრამის ხელმძღვანელები: თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულების ემერიტუსი თამაზ ვარვარიძე
პროგრამის სახელწოდება: პლაკატის დიზაინი განათლების საფეხური: ბაკალავრიატი მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ბაკალავრი პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: თ.ს.ს.ა. შემოქმედებითი კონკურსი და ერთიანი ეროვნული გამოცდები. ანოტაცია: პლაკატის დიზაინის საბაკალავრო პროგრამა მოიცავს დარგის შემსწავლელ, როგორც პრაქტიკულ ასევე თეორიულ კურსებს. სწავლების მეთოდიკა ეფუძნება როგორც ტრადიციულ გამოცდილებას ასევე თანამედროვე ხელოვნების უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას. ბაკალავრიატში სტუდენტი მიიღებს ცოდნას სახვითი ხელოვნების გრაფიკის მიმართულებით პლაკატის დიზაინის სფეროში, გამოიმუშავებს შემოქმედებითი აზროვნების, პრაქტიკული მუშაობის და ანალიზისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. გაეცნობა და შეისწავლის მრავალფეროვან გრაფიკულ და ციფრულ ტექნოლოგიებს. წარსული გამოცდილების და ტრადიციული მეთოდების გათვალისწინებით, შესძლებს დაეუფლოს ახალ სტილისტურ თუ ტექნიკურ მეთოდოლოგიას. შეეძლებს ინდივიდუალურ თვითგამოხატვას და დამოუკიდებელ კრიტიკულ აზროვნებას. შემდგომი წმინდა პროფესიული კომპეტენციების შეძენასთან ერთად სტუდენტს ეძლევა საშუალება შეისწავლოს, როგორც საბაზისო საგნები (ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია), ასევე ხელოვნების ისტორიისა და სხვა საუნივერსიტეტო თეორიული დისციპლინების სასწავლო კურსები. შემოთავაზებული პროგრამა ითვალისწინებს ევროპის უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლების გამოცდილებას. ეფუძნება რა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულების დიდ ტრადიციებს, აგრეთვე იზიარებს თანამედროვე მსოფლიო ხელოვნების მიღწევებს და სწავლების მეთოდებს. ოთხ წლიანი სწავლის შედეგად ბაკალავრის კვალიფიკაციის დონე სრულ შესაბამიობაში იქნება მსოფლიო უმაღლესი სახელოვნებო - საუნივერსიტეტო სწავლების სტანდარტებს.
პროგრამის სტრუქტურა: საბაზისო დისციპლინათა ციკლი ----- 65 ECTS პროფესიულ დისციპლინათა ციკლი ------ 80 ECTS საუნივერსიტეტო თეორიულ დისციპლინათა ციკლი ----- 95 ECTS სულ: 240 ECTS шаблоны для dle |