თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი გიორგი ლაპიაშვილი
პროგრამის სახელწოდება: თეატრის მხატვრობა განათლების საფეხური: მაგისტრატურა მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების მაგისტრი პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აბიტურიენტი უნდა ფლობდეს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, ჩაბარებული ჰქონდეს თ.ს.ს.ა. სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის მისაღები გამოცდა ხატვასა და უცხო ენაში (B2დონე) ანოტაცია: სამაგისტრო პროგრამა “თეატრის მხატვრობა’’ იზიარებს ტრადიციული ქართული აკადემიური სკოლისა და ევროპის უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლების გამოცდილებას. იგი ფოკუსირებულია სცენოგრაფიის ისტორიის, მისი სპეციფიკის, ტექნიკურ-ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და მათი პრაქტიკული განხორციელებისთვის აუცილებელი მხატვრული ხერხებისა და მეთოდების შესწავლასა და ანალიზზე. პროგრამა ასევე გულისხმობს დრამატურგიული მასალის კვლევას, მასში ასახული ეპოქის, ისტორიულ-კულტურული სიტუაციის, არქიტექტურის, ინტერიერისა და კოსტუმის დიზაინის სიღრმისეულ შესწავლას, შედეგად მხატვრული კონცეფციების შემუშავებასა და მათ ვიზუალიზაციას. დასავლური კულტურული ღირებულებების გაცნობისა და მათთან ინტეგრირების მიზნით პროგრამა ითვალისწინებს სასწავლო-შემოქმედებით პრაქტიკას ევროპის სხვადასხვა თეატრში –. პროგრამა ეფუძნება თსსა დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების, აგრეთვე, ევროპის სხვადასხვა სახელოვნებო უნივერსიტეტის ანალოგიური საგანმანათლებლო პროგრამების ჰარმონიულ სინთეზს. სამაგისტრო პროგრამის შემუშავება განაპირობა, როგორც სამამულო, ასევე ევროპის თეატრებისა და შოუ ბიზნესის ინდუსტრიის მზარდმა მოთხოვნამ ამ დარგის სპეციალისტებზე.
პროგრამის სტრუქტურა: საბაზისო დისციპლინათა ციკლი ----- 20 ECTS პროფესიულ დისციპლინათა ციკლი ------ 82 ECTS საუნივერსიტეტო თეორიულ დისციპლინათა ციკლი ----- 18 ECTS шаблоны для dle |