ENG


ლანდშაფტური არქიტექტურა

                                     
             
               

სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი თინა ხიმშიაშვილი

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება _ ლანდშაფტური არქიტექტურა
განათლების საფეხური _ მაგისტრატურა
სწავლების ენა _ ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია _ ლანდშაფტური არქიტექტურის მაგისტრი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა _ აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვებიან აბიტურიენტები, რომელთაც გააჩნიათ არქიტექტურის, ხელოვნების, სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის, აგრონომიის, გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოების, ეკოლოგია/გარემოს მცოდნეობის, ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (კვალიფიკაცია), ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული სამაგისტრო და თსსა-ს არქიტექტურის ფაკულტეტის გამოცდები უცხო ენასა (B2დონე). სპეციალობაში აბიტურიენტის უნარების შეფასება ხდება წარმოდგენილი პორთფოლიოთი და თანდართული დოკუმენტაციით
( CV, მოტივაციის წერილი, დახასიათება).
პროგრამის მოკლე აღწერა: ლანდშაფტური არქიტექტურა შემოქმედებითი მოღვაწეობის სახეობაა, პროექტირების და მწვანე მშენებლობის ხელოვნებაა. ლანდშაფტის არქიტექტორი ეწევა პრაქტიკულ და თეორიულ მოღვაწეობას, ქმნის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს, წვლილი შეაქვს ურბანული ტერიტორიების გარემოს ესთეტიკურ ჩამოყალიბებაში, ხელმძღვანელობს, როგორც საპროექტო, ისე სამშენებლო სამუშაოებს.ამ საქმიანობის განსახორციელებლად ლანდშაფტური არქიტექტურა აერთიენებს საბუნებისმეტყველო, არქიტექტორულ და საინჟინრო დარგების მთელ რიგ დისციპლინებს, როგორებიცაა: ლანდშაფტის არქიტექტურული გეგმარება, საბაღე-საპარკე ხელოვნების ისტორია, ქალაქგეგმარება,პარკებისა და რეკრეაციული ტერიტორიების საინჟინრო მოწყობა, ეკოლოგია, დეკორატიული მემცენარეობა,
დედროლოგია, მცენარეთა ეკოლოგია, ინტროდუქციის საკითხები, მენეჯმენტი, ეკონომიკის საკითხები. პროგრამა ეფუძნება სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდებს და ყოველმხრივ უწყობს ხელს სტუდენტის ინტელექტუალურ და და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

პროგრამის სტრუქტურა
პროფესიულ-პრაქტიკულ დისციპლინათა ციკლი--- 54 ECTS
პროფესიულ-თეორიულ დისციპლინათა ციკლი--- 33 ECTS
საუნივერსიტეტო დისციპლინათა ციკლი ---- 12 ECTS
სამაგისტრო ნაშრომი ----- 30 ECTS
სულ ----- 129 ECTS
шаблоны для dle