ENG


ქალაქმშენებლობა

                                     
             
               

სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები:
მერაბ ჩხენკელი – თსსა არქიტექტურის
ფაკულტეტის ემერიტუსი.
ელ-ფოსტა: merabchxenkeli@gmail.ge.
ბორის გოლუბჩიკოვი -- თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი საკონტაქტო ტელ: ნომერი +995 99 40 79 24

პროგრამის სახელწოდება _ ქალაქმშენებლობა
განათლების საფეხური _ მაგისტრატურა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია _ არქიტექტურის მაგისტრი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ---- აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვებიან აბიტურიენტები, რომელთაც გააჩნიათ არქიტექტურის ბაკალავრის ან სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ბაკალავრის კვალიფიკაცია. ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული სამაგისტრო და თსსა-ს არქიტექტურის ფაკულტეტის გამოცდები უცხო ენაში (BIIდონე). სპეციალობაში აბიტურიენტის უნარების შეფასება ხდება წარმოდგენილი პორთფოლიოთი და თანდართული დოკუმენტაციით
( CV, მოტივაციის წერილი, დახასიათება).
პროგრამის მოკლე აღწერა: ქალაქმშენებლობის სამაგისტრო პროგრამა 2011 წლიდან ფუნქციონირებს და მასში თავმოყრილია თანამედროვე ქალაქმშენებლობის თეორიული და პრაქტიკული მიმართულებები, საინჟინრო სისტემები, ლანდშაფტისა და ეკოლოგიის პრობლემები,სოციალურ-ეკონომიკური საკითხები; პროგრამა ეფუძნება სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდებს და ყოველმხრივ უწყობს ხელს სტუდენტის ინტელექტუალურ და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
საქართველოში ქალაქმშენებლობის სფეროში მიმდინარე პროცესებმა განსაკუთრებით აქტუალური გახადა ამ მიმართულების თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის მქონე არქიტექტორთა აღზრდა. სამაგისტრო პროგრამის კურადამთავრებულს დარგის სპეციფიკისა და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით ექნება სახელმწიფო ტერიტორიის, აგლომერაციის, და ქალაქის ინოვაციური პროექტის შექმნის უნარი.

პროგრამის სტრუქტურა
პროფესიულ-პრაქტიკულ დისციპლინათა ციკლი--- 44 ECTS
პროფესიულ-თეორიულ დისციპლინათა ციკლი--- 26 ECTS
საინჟინრო დისციპლინათა ციკლი ----17 ECTS
საუნივერსიტეტო დისციპლინათა ციკლი---- 12 ECTS
სამაგისტრო ნაშრომი --- 30 ECTS
სულ ----- 129 ECTS
шаблоны для dle