ENG


სამოქალაქო არქიტექტურა

                                     
             
               

პროგრამის ხელმძღვანელი - თსსა პროფესორი ნოდარ ამაშუკელი, თსსა პროფესორი ნანა ქუთათელაძე.

პროგრამის სახელწოდება _ სამოქალაქო არქიტექტურა
განათლების საფეხური _ მაგისტრატურა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია --- არქიტექტურის მაგისტრი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ---- აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვებიან აბიტურიენტები, რომელთაც გააჩნიათ არქიტექტურის ბაკალავრის ან სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ბაკალავრის კვალიფიკაცია. ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული სამაგისტრო და თსსა-ს არქიტექტურის ფაკულტეტის გამოცდები უცხო ენაში (BIIდონე). სპეციალობაში აბიტურიენტის უნარების შეფასება ხდება წარმოადგენილი პორტფოლიოთი და თანდართული დოკუმენტებით ( CV, მოტივაციის წერილი, დახასიათება).
საგანმანათლებლო პროგრამის მოკლე აღწერა: სამოქალაქო არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამა 2008 წლიდან ფუნქციონირებს და მასში, ერთის მხრივ თავმოყრილია არქიტექტურული უმაღლესი განათლების მდიდარი ტრადიცია, მეორეს მხრივ კი საკუთრივ ამ სფეროში არსებული მრავალი ინოვაცია (თანამედროვე არქიტექტურის მიმართულებები და კონსტრუქციული სისტემები, შენობათა მოწყობილობები, მშენებლობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ეკოლოგიური პრობლემები და მენეჯმენტი). პროგრამა ეფუძნება სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდებს და ყოველმხრივ უწყობს ხელს სტუდენტის ინტელექტუალურ და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
საქართველოში არქიტექტურის მშენებლობის სფეროში მიმდინარე პროცესებმა განსაკუთრებით აქტუალური გახადა კომპლექსური თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის მქონე არქიტექტორთა აღზრდა. აღნიშნული სამაგისტო პროგრამის კურსამთავრებულს დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით ექნება მიღებული ინფორმაციის ინტეგრირების და გარემოსთან მისადაგებული ინოვაციური პროექტის შექმნის უნარი.

პროგრამის სტრუქტურა
პროფესიულ-პრაქტიკულ დისციპლინათა ციკლი--- 44 ECTS
პროფესიულ-თეორიულ დისციპლინათა ციკლი--- 22 ECTS
საინჟინრო დისციპლინათა ციკლი ----21ECTS
საუნივერსიტეტო დისციპლინათა ციკლი ---- 12 ECTS
სამაგისტრო ნაშრომი ----- 30 ECTS
სულ ----- 129 ECTS
шаблоны для dle