ENG


ურბანული არქიტექტურა

                                     
             
               

პროგრამის ხელმძღვანელი - თსსა პროფესორი ნანა ქუთათელაძე

საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება - ურბანული არქიტექტურა
განათლების საფეხური _ მაგისტრატურა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია --- არქიტექტურის მაგისტრი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ---- აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვებიან აბიტურიენტები, რომელთაც გააჩნიათ არქიტექტურის ბაკალავრის ან სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ბაკალავრის კვალიფიკაცია. ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული სამაგისტრო და თსსა-ს არქიტექტურის ფაკულტეტის გამოცდები უცხო ენაში (B2დონე). სპეციალობაში აბიტურიენტის უნარების შეფასება ხდება წარმოადგენილი პორტფოლიოთი და თანდართული დოკუმენტებით ( CV, მოტივაციის წერილი, დახასიათება).
პროგრამის მოკლე აღწერა: ქალაქის ურბანული გარემო მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის, ეკონომიკური, ტექნიკური მიღწევებისა და პოლიტიკური ფაქტორების ზეგავლენით. ქალაქის საზღვრების ზრდას თან მოჰყვება ,,გადასაფასებელ” ტერიტორიათა გაჩენა, როგორიცაა მაგალითად, ისტორიული ზონის, ყოფილი სამხედრო ბაზების, ფაბრიკა-ქარხნების ტერიტორიები, რომელებიც სპეციფიკურ, კომპლექსურ მიდგომას რეაბილიტაცია-რეგენერაციას, ფუნქციურ, გეგმარებით და სივრცით რეორგანიზაციას მოითხოვენ; აღნიშნული პრობლემები თითქმის ყველა ისტორიულ ქალაქებს შეეხო. წინამდებარე პროგრამის იდეა 2003-2006 წწ.-ში, თსსა-სა და გერმანიის კაიზერსლაუტერნის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტების თანამშრომლობისა და პედაგოგების სტაჟირების შედეგად გაჩნდა.
ურბანული არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამაში თავმოყრილია ამ სფეროში არსებული ტრადიცია და ინოვაცია ( ურბანულ არქიტექტურის თეორიული, პრაქტიკული და კვლევითი მიმართულებები, კონსტრუქციულ-ტექნიკური სისტემები, ურბანულ გარემოში ლანდშაფტური არქიტექტურის შენარჩუნებისა და განვითარების თავისებურებანი, ეკოლოგიური პრობლემები, სოციალური მოთხოვნების შესწავლა, და მენეჯმენტი). პროგრამა ეფუძნება სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდებს და ყოველმხრივ უწყობს ხელს სტუდენტის ინტელექტუალურ და და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით ექნება მიღებული ინფორმაციის ინტეგრირების (ურბანული სტრუქტურის ტერიტორიულ- სივრცითი ანალიზისა და სოციალური გამიკითხვის საფუძველზე ფართო საკვლევი არეალიდან დეტალური დაგეგმარებისათვის მცირე ტერიტორიის გამოყოფის) და გარემოსთან მოდელის მისადაგებით ინოვაციური პროექტის შექმნის უნარი.

პროგრამის სტრუქტურა
პროფესიულ-პრაქტიკულ დისციპლინათა ციკლი--- 47 ECTS
პროფესიულ-თეორიულ დისციპლინათა ციკლი--- 23 ECTS
საინჟინრო დისციპლინათა ციკლი ----12 ECTS
სოციალურ დისციპლინათა ციკლი --- 6 ECTS
საუნივერსიტეტო დისციპლინათა ციკლი---- 12 ECTS
სამაგისტრო ნაშრომი --- 30 ECTS
სულ ----- 130 ECTS
шаблоны для dle