ENG


არქიტექტურის რესტავრაცია

                                     
             
               

პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა ასოცირებული პროფესორი კახა ხიმშიაშვილი, თსსა ასოცირებული პროფესორი მაია მანია

პროგრამის სახელწოდება: არქიტექტურისრესტავრაცია-კონსერვაცია განათლების საფეხური: მაგისტრატურა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არქიტექტურულ ობიექტთა რესტავრაციის მაგისტრი.1
• ბაკალავრის აკადემიური ხარისხი 110601 დაშვების წინაპირობა:
• ერთიანი სამაგისტრო გამოცდა
• გამოცდა უცხო ენაში (თსსა)
• გასაუბრება სპეციალობაში
ანოტაცია: პროგრამა ორიენტირებულია დაეხმაროს სტუდენტს არქიტექტურის რესტავრაცია-კონსერვაციის დარგის სიღრმისეულ შესწავლაში და სფეროში არსებული გამოწვევების გაცნობაში. პროგრამა ისეა შედგენილი, რომ სტუდენტს საშუალება ეძლევა მიიღოსკონსერვაციის თეორიის სიღრმისეული ცოდნა, გაეცნოს არქიტექტურული მემკვიდრეობის მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებს. ამასთანავე, სტუდენტს აქვს საშუალება გაიღრმაოს ცოდნა ტრადიციული სამშენებლო მეთოდების შესახებ და ინტერდისციპლინარული კვლევის მეთოდების გამოყენებითშეადგინოს სარესტავრაციო პროექტ(ებ)ი. მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პერიოდში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ როგორც ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში კონკრეტული მაგალითების განხილვით.
1. 2013 წლის დეკემბერში თსსა თხოვნით მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რათა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში სპეციალიზაცია „არქიტექტურული რესტავრაცია" შეცვლილიყო უფრო ზუსტი დასახელებით - „არქიტექტურულ ობიექტთა რესტავრაცია". ცვლილების განხორციელების შემდეგ რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიცვალა პროგრამის მისანიჭებელი კვალიფიკაცია და მან ასეთი სახე მიიღო: "არქიტექტურულ ობიექტთა რესტავრაციის მაგისტრი". ამგვარად, პროგრამის მისანიჭებელი კვალიფიკაცია სრულ შესაბამისობაშია საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან. აღნიშნული ცვლილების განხორციელებას არ გამოუწვევია კურიკულუმის რაიმე ტიპის ცვლილება.

პროგრამის სტრუქტურა
საფაკულტეტო საგნები  20
ძირითადი საგნები  50
არჩევითი საგნები  15
სამაგისტრო ნაშრომის  5
მოსამზადებელი ეტაპი - პრაქტიკა  5
სამაგისტო ნაშრომი  30
სულ ECTS  120

шаблоны для dle