პროგრამის ხელმძღვანელი: სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი დავით ალექსიძე
პროგრამის სახელწოდება: ფერწერა განათლების საფეხური: მაგისტრატურა მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების მაგისტრი პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აბიტურიენტი უნდა ფლობდეს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, ჩაბარებული ჰქონდეს თ.ს.ს.ა. სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის მისაღები გამოცდა ხატვასა და უცხო ენაში (B2დონე) ანოტაცია: სამაგისტრო პროგრამა ‘’ფერწერა’’ მოწოდებულია ტრადიციული და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით სტუდენტს შეასწავლოს სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი დარგის, ფერწერის (დაზგური და მონუმენტური ფერწერა) სპეციფიკური თავისებურებები. შემოქმედებითი, ანალიტიკურ-კვლევითი სასწავლო კურსი ითვალისწინებს ფერწერის მრავალსაუკუნოვანი თანამიმდევრული და ლოგიკური განვითარების კონცეფციის სიღრმისეულ გაცნობიერებას,ისტორიული და სოციალური ცვლილებების ფონზე; დარგის მუდმივი ტრანსფორმაციის შედეგად მისი გამომსახველობითი საშუალებების, ტექნიკურ-ტექნოლოგიური და სტილური მახასიათებლების შესწავლას, კვლევას და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარის გამომუშავებას. პროგრამაში შემავალი ყველა სასწავლო კომპონენტი უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციების გამომუშავებას. პროგრამის შემუშავების წინაპირობას წარმოადგენს მსოფლიო და სამამულო არტ ბაზარზე არსებული ინტერესი ქართული დაზგური ფერწერის მიმართ, რაც განპირობებულია მისი უნიკალური ხასიათით, რომელიც ეროვნული და დასავლური სტილური ნიშნების ჰარმონიულ კონგლომერატს წარმოადგენს. ეს თავისებურება ძალზე მოთხოვნადსა და აქტუალურს ხდის მას. ასევე, პროგრამის შემუშავების წინაპირობა გახდა საქართველოში სამოქალაქო არქიტექტურის განვითარების მაღალი ტემპი, ურბანული არქიტექტურისა და მონუმენტური ფერწერის ურთიერთმიმართების აქტუალური პრობლემები და თანამედროვე შრომის ბაზრის სულ უფრო მზარდი მოთხოვნა ამ დარგის სპეციალისტებზე.
პროგრამის სტრუქტურა: საბაზისო დისციპლინათა ციკლი ----- 38 ECTS პროფესიულ დისციპლინათა ციკლი ------ 64 ECTS საუნივერსიტეტო თეორიულ დისციპლინათა ციკლი ----- 18 ECTS шаблоны для dle |