ENG


მხატვრული კერამიკა

                                     
             
               

პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა დიზაინის ფაკულტეტის სრული პროფესორი გიორგი იაშვილი

სამაგისტრო პროგრამის სახელწოდება: მხატვრული კერამიკა უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური:სამაგისტრო მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების მაგისტრი პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს: გამოცდა კომპოზიციაში და უცხოენაში ( 2 დონე). სამაგისტრო პროგრამის ანოტაცია: კერამიკის უძველესი ხელოვნება რჩება ერთერთ აქტუალურ და წამყვან დარგად თანამედროვე ხელოვნებასა და დიზაინში. მხატვრული კერამიკა, თავის არსში, მოიცავს როგორც დიზაინის, ასევე სახვით ხელოვნების პოტენციალს _ ფერწერის, გრაფიკის და ქანდაკების გამომსახველობით შესაძლებლობებს. გამოიყენება თანამედროვე ყოფიერების მრავალ დარგსა და სფეროში, იქნება ეს სამრეწველო, სადიზაინო, არქიტექტურული თუსხვ. კერამიკა შეიძლება იყოს, როგორც ფართო მოხმარების სერიული ნივთი, ასევე უნიკალური, საავტორო ხელოვნების ნიმუში. საქართველოში დარგს ღრმა და ტრადიციული ფესვები გააჩნია. არსებობს ჩამოყალიბებული, საყოველთაოდ აღიარებული ქართული მხატვრული კერამიკის სკოლა. პროგრამა ეყრდნობა დარგის მდიდარ ეროვნულ ტრადიციებს, ითვალისწინებს სპეციალობის თანამედროვე ტექნიკურ-ტექნოლოგიურ მოთხოვნებს, მომიჯნავე დარგებთან ინტერდისციპლინურ, პრაქტიკულ სინთეზს და მიზნად ისახავს დარგის მაღალი რანგის სპეციალისტის მომზადებას. სამაგისტრო პროგრამა შედგენილია თბილისის სახელმწიფოს ამხატვროაკადემიის სასწავლო პროცესისთვის. პროგრამით განსაზღვრული სწავლების მეთოდიკა იძლევასა შუალებას ოპტიმალურად განახორციელოს დასახული მიზანი _ გააღრმავოს და სრულყოს სწავლების პირველ საფეხუზე მიღებული ცოდნა და თვისობრივად ახალ ეტავზე აიყვანოს სტუდენტის შემოქმედებითი აზროვნება, პროფესიული, ტექნიკური, ტექნოლოგიური და მხატვრული უნარ-ჩვევები.
მხატვრული კერამიკის დარგში შეძენილი მაღალკვალიფიციური სპეციალისტისათვის აუცილებელი ცოდნით, შემოქმედებით და ტექნოლოგიური უნარებით აღჭურვილი კურსდამთავრებული დამოუკიდებლად შესძლებს წარმატებულ მოღვაწეობას თანამედროვე ხელოვნებასა და დიზაინში, მით უფრო, რომ ქვეყნის დღევანდელი განვითარების ტენდენციებიდან გამომდინარე, ისეთი აქტუალური სფეროები, როგორიცაა არქიტექტურა, ტურიზმი, ინდმეწარმეობა, დამოუკიდებელი შემოქმედებითი მოღვაწეობა, ქმნის რეალური დასაქმების ფართო სპექტრს. სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული შესძლებს გააგრძელოს სწავლა უმაღლესი განათლების იგივე სპეციალობის ან მომიჯნავე დარგების მესამე საფეხურის – დოქტორანტურის დონეზე.

პროგრამის სტრუქტურა
პროფესიული დისციპლინების ბლოკი _ 80 კრედიტი;
ვიზუალური ხელოვნების დისციპლინების ციკლი _ 15 კრედიტი; 
ხელოვნებათმცოდნეობის ანალიტიკური დისციპლინების ციკლი _ 10 კრედიტი;
ზოგადი თეორიული დისციპლინების ციკლი – 10 კრედიტი;
ციფრული ტექნოლოგიები _ 5 კრედიტი;
უცხო ენა _ 5 კრედიტი.
სულ - 125ECTS
шаблоны для dle