ENG


მხატვრული მინის დიზაინი

                                     
             
               

პროგრამის ხელმძღვანელი:
თსსა ასოცირებული პროფესორი თამარ გრიგოლია

სამაგისტრო პროგრამის სახელწოდება: მხატვრული მინა
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: სამაგისტრო
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების მაგისტრი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: გამოცდა სპეცკომპოზიციასა და უცხო ენაში (II დონე).
სამაგისტრო პროგრამის ანოტაცია:
დისციპლინის სფერო წარმადგენს უძველეს დარგს. მასალის უნივერსალურობის გამო მხატვრული მინა, როგორც დარგი დღესაც ინარჩუნებს ერთ-ერთ წამყვან ადგილს თანამედროვე დიზაინის სფეროში. ამ დარგის სწორედ განვითარება სხავს დიდ პერსპრქტივებს ქართულ თანამედროვე არქიტექტურაში, ექსტერიერში და ინტერიერში.სწორედ ეს განაპირობებს ამ პროფესიის მქონე სპეციალისტებზე მზარდ მოთხვნას. მინა, როგორც მასალა ცალკე ერთეულად არ მოიაზრება, ეს არის საკმაოდ რთული ტექნოლოგიური პროცესი. სამაგისტრო პროგრამა შეიცავს მეორე საფეხურზე აღმავალ პროფესიუნალურ კომპეტენციებს. პროგრამის ხერხემალი ეფუძნება I საფეხურზე (საბაკალვრო) მიღებული განათლების გაღრმავებას. დასახული კრეატიული დიზაინერული თუ კვლევითი ამოცანის ორგანულ გადაჭრა_განხორციელებას. პროგრამა შედგენილია თემატური იდეის, მასალაში შესრულების, რთული აზროვნებისა და ახალი ტექნოლოგიებისა და თუ დაკარგული ტექნოლოგიების აღმოჩენის ბაზაზე. მსოფლიო მხატვრული მინის, როგორც დარგის, გამოცდილების და განვითარების გათვალისწინებით. შეძენილ უნარ_ჩვევები აძლევს სტუდენტს ამ ცოდნას, რომელიც ადეკვატურია მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამების, მხოლოდ შეჯერებულია უშუალოდ ქართული მხატვრული მინის, როგორც დარგის, გამოცდილებით. პროგრამა უღრმავებს სტუდენტებს მინის ხელოვნებაში ძირითად მასალებთან მუშაობის კომპეტენციებს, მათ სინთეზს სხვადასხვა დამხმარე მასალებთან (ლითონი, შამოტი, ხე) მინის მოხატვის ურთულეს ტექნიკას, მოლირებას, ფურცლოვანი მინით კლასიკური ვიტრაჟის აწყობას, ფერადი პლასტების ფიუზინგის ტექნიკას და კვლევას. ეს ტექნოლოგია-ტექნიკები ხორციელდება: ახალი თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით, დაგროვილი თეორიული ცოდნის მობილიზაციისა და პრაქტიკულად მისი განხორციელების საფუძველზე, შემდეგ კი ამ კომპენტეციების სინთეზით დისციპლინა მოითხოვს ესთეტიკურ, კრეატიულ მონუმენტურ აზროვნებას და ვიზუალური ფორმების ფუნქციონალურ დანიშნულებას ინტერიერსა და ექსტერიერში. (მაგალითად დეკორატიული განათების სისტემები, თანამედროვე ვიტრაჟები, სივრცობრივი პლასტიკის ობიექტები )
პროგრამა ორიენტიერებულია ამ დარგის დიზაინერების პროფესიონალურ (სპეციალისტების) აღზრდაზე, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ათვისებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და პრაქტიკული ცოდნით შეძლებენ მხატვრული მინის დიზაინის სფეროში წარმატებულ საქმიანობას. ასევე, პროგრამა მოიცავს როგორც ვიზუალური ხელოვნების II საფეხურის სამაგისტრო კურსს: ხატვა, ფერწერა, ქანდაკება, აგრეთვე ხელოვნების ისტორიის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ზოგად არჩევით საგნებს. იგი ორიენტირებულია თანამედროვე ქართული მხატვრული მინის ხელოვნების სპეციალისტების აღზრდაზე, რომლებიც მომავალში თავად ასწავლიან ამ დისციპლინებს, როგორც უმაღლეს ისევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამრიგად, პროგრამა შემუშავებულია სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სასწავლო პროცესისათვის და არის სტუდენტთა პროფესიული და შემოქმედებითი აზროვნების გაღრმავებასთან და სრულყოფასთან განუყოფელ კავშირში.

პროგრამის სტრუქტურა
პროფესიული დისციპლინების ციკლი - 80 კრედიტი
ვიზუალური ხელოვნების დისციპლინების ციკლი - 10 კრედიტი
ზოგადი თეორიული დისციპლინების ციკლი – 25 კრედიტი
ციფრული ტექნოლოგიების დისციპლინების ციკლი - 10 კრედიტი
სულ : 125 ECTS
шаблоны для dle